დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

საქართველოს შესახებ

საქართველო- მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, რომელიც ნაწილობრივ მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიასაც. ეს მიწა უძველესი ლეგენდებით და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტებით არის გაჟღენთილი. საუკუნეების განმავლობაში აქ ჩამოყალიბდა დიდი კულტურა და უნიკალური ცხოვრების წესი. ამ პატარა ქვეყანას გააჩნია ასამდე მუზეუმი და ასობით უძველესი ძეგლი, რომელთა ნაწილიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ამ ტერიტორიაზე - დიაოხი და კოლხა ჩვ. წ. აღ.-მდე XII-VIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდში აღმოსავლეთ საქართველო იბერიად იწოდებოდა. დასავლეთ საქართველოზე - კოლხაზე - მოგვითხრობს ცნობილი ძველ-ბერძნული მითი არგონავტების შესახებ. IV საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში, ქართლში ქრისტიანობა ხდება სახელმწიფო რელიგია, შემდეგ კი მოიცავს დასავლეთის რეგიონებს. XI საუკუნის დასაწყისში ქართული ფეოდალური წარმონაქმნები ერთიანდებიან ერთ სახელმწიფოდ. XII-XIII საუკუნეები საქართველოს ოქროს ხანად მიიჩნევა, ამ პერიოდში სახელმწიფომ საგრძნობლად გააფართოვა საზღვრები და აკონტროლებდა შავი და კასპიის ზღვებს შორის არსებულ მთელს რეგიონს.

ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სავაჭრო გზების გზაჯვარედინზედა ბუნებრივი სიმდიდრემუდმივად იზიდავდა დამბყრობელთა არმიებს. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უხდებოდა ბრძოლა ირგვლივ არსებულ იმპერიებთან. გაუთავებელმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ღრმა კვალი დაამჩნია ქართველი ხალხის კულტურას, ხასიათსა და ტრადიციებს. ეს ყველაზე თვალნათლივ აისახება ქართულ მისალმებაში - „გამარჯობა“, რომელიც ითარგმნება როგორც „გამარჯვება“. ქართული მენტალიტეტის ტიპიური მახასიათებლები სიკეთე და ცნობილი სტუმართმოყვარეობა გახლავთ.

საქართველოს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, სამხრეთით - თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზრებაიჯანი, დასავლეთით კი შავი ზღვა. საქართველოს ტერიტორია მოიცავს მაღალმთიან, საშუალომთიან, დაბალმთიან და პლატოსებრ რელიეფს, რას განაპირობებს ქვეყნის ბუნებრივი პირობების და კლიმატური ზონების უნიკალურ მრავალფეროვნებას, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრეს. ქვეყანაში არის 14 ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 დაცული ტერიტორია, 14 ბუნებრივი ძეგლი, და 2 დაცული ლანდშაპტი - რაც ერთიანად საქართველოს ტერიტორიის 7%-ს მოიცავს.

საცნობარო მონაცემები საქართველოს შესახებ

დედაქალაქი: თბილისი
დიდი ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი
საფოსტო სარტყელი: +4 GMT
სატელეფონო კოდი: +995
ეროვნული ვალუტა: ლარი (1 GEL = 0,57 USD)
სახელმწიფოს ფართობი:69 700 კმ²
სანაპირო ზოლი: 308 კმ
მოსახლეობა:4,5მილიონი
სახელმწიფო ენა: ქართული
რელიგია: მართლმადიდებელი- 84%, მუსულმანი- 9%, გრიგორიანელი - 5%, კათოლიკე- 1,5%, სხვა კონფესიები - 0,5%.

 

Old version