ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

იყავი ჩვენი სტუმარი საქართველოში

მობრძანდით გენაცვალე, სტუმარი ღვთისაა! - ამ გულწრფელ მოპატიჟებას არაერთხელ მოისმენთ ერთმანეთთან შეთავსებული ეთნოგრაფიული და ეკოლოგიური ტურის განმავლობაში, როდესაც იხილავთ თვალუწვდენელ მთებს, ღრმა ხეობებს, დაუმორჩილებელ მდინარეებს და უძველესი ისტორიის მქონე, ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხს! შეიგრძნობთ უბრალო მთის ხალხის ცხოვრებას, დააგემოვნებთ შინაური ღვინის მრავალფეროვან არომატებს, მონაწილეობას მიიღებთ ჭაჭის გამოხდის პროცესში, გაეცნობით მდიდარ და ეკოლოგიურად სუფთა ქართულ სამზარეულოს. შეუძლებელის მიღწევა 9 დღეში? ეს შესაძლებელია! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!

1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა
2 დღე. თბილისის ტური
3 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა - თერჯოლა - ქუთაისი

4 დღე. ტური: ქუთაისი - ჰაწვალი - მესტია
5 დღე. ტური: მესტია - უშგული - მესტია
6 დღე. ტური: მესტია - ზუგდიდი - ბორჯომი - ბაკურიანი
7 დღე. ტური: ბაკურიანი - სურამი - თელავი
8 დღე. ტური: თელავი - სიღნაღი - თბილისი
9 დღე. საქართველოსთან დამშვიდობება

ხანგრძლივობა: 9 დღე / 8 ღამე
მანძილი: 2200 კილომეტრი
ღამისთ გათევა: თბილისი, ქუთაისი, მესტია, ბაკურიანი, თელავი
ტურის პროგრამა:

ჩამოტვირთეთ ტურის PDF ვერსია

 

1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა

თბილისში ჩამოსვლა. დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. თავისუფალი საღამო საქართველოს და ქართველების გასაცნობად.


2 დღე. თბილისის ტური

საუზმის შემდეგ - გასეირნება თბილისში ჩვენი მეგზურის თანხლებით. ძველი ქალაქი დღემდე გამოირჩევა განუმეორებელი თვითმყოფადობით, მას ატყვია სხვადასხვა კულტურის სინთეზი და რჩება ტოლერანტობისა და მრავალეთნიკურობის სიმბოლოდ. ქვაფენილით მოკირწყლული ვიწრო ქუჩები სამკურნალო თვისებებით განთქმულ გოგირდის აბანოებთან მიგიყვანთ.

ჩაივლით ფერად სახლებს, მოჩუქურთმებული აივნებით და მიხვალთ იმ ადგილთან, სადაც უკვე ათას ხუთასი წელია დუღს ქალაქის ცხოვრება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისელთა სიმშვიდეს ნარიყალას ციხე იცავდა, ციხე-გალავნის ეს უზარმაზარი ანსამბლი მთელ ქალაქს ერტყმოდა გარს. თქვენს თვალწინ გადაიშლება თბილისის ელექტიკური არქიტექტურის მთელი ნაისრახეობა: ანჩისხატის უძველესი ბაზილიკით დაწყებული და სამების თანამედროვე საკათედრო ტაძრით დამთავრებული, რომელიც განუმეორებელია როგორც თავისი სიდიდით, ასევე მდიდრული მორთულობით.

საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ადგილი - მშრალი ხიდის ქვეშ მდებარე „ძველმანების ბაზრობა“, მრავალი თაობის მოგონებებს ინახავს. ანტიკვარული ნივთების მრავალფეროვნება, უძველესი ფაიფური, წიგნები და ვინილის ფირფიტები ღია სამხატვრო გალერეის მეზობლად გამოუფენიათ. მყუდრო სკვერში შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ფერადი სუვენირები და ცნობილი ტიხრული მინანქრის სამკაულები. ამ ტიპის საიუველირო ნაკეთობებს უფრო კარგად სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაეცნობით.

შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის დასასრულს გთავაზობთ ცნობილი „სარაჯიშვილის“ ქარხნის მონახულებას. აქ დააგემოვნებთ ცნობილ ბრენდს რომლის წარმოების ტრადიცია 1884 წლიდან იწყება. ეს დეგუსტაცია გახდება აპერიტივი ოჯახურ რესტორანში ვახშმობის წინ, სადაც გელოდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ოჯახური ღვინო და გემრიელი ეროვნული სამზარეულო.


3 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა - თერჯოლა - ქუთაისი

მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია. მისი ეს სტატუსი ჯერ კიდევ V საუკუნეში შეიცვალა და საქართველოს რელიგიური ცენტრის სტატუსი მიენიჭა. მცხეთას, ხშირად, „საქართველოს იერუსალიმად“ მოიხსენიებენ. მისი ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ჯვრის მონასტრის ნახვისას არ გიჩნდებათ შეკითხვა, თუ რატომ მიიჩნევა ეს ძეგლი VI საუკუნის მსოფიოს არქიტექტურის შედევრად. ის დგას მთის მწვერვალზე, საიდანაც იშლება მომნუსხველი ხედი: მტკვრისა და არაგვის შესართავი, შესართავთან გაშენებული ულამაზესი ქალაქი, და კავკასიონის ქედის მწვერვალები.

შემდეგი გაჩერება სვეტიცხოვლის ტაძარია. XI საუკუნის ეს უმშვენიერესი ძეგლი არ არის უბრალოდ სიმბოლო საქართველოს ოქროს ხანისა. მისი აგების ისტორიას უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ტაძრის კედლები კი არაერთ სიწმინდეს ინახავენ, მათ შორის უმთავრესი კი მაცხოვრის კვართია, რომელიც ტაძრის ქვეშ არის დასვენებული.

სოფელ ჩარდახში ოჯახური მარნის მონახულება მოგეცემათ საშუალება ეზიაროთ ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და საიდუმლოებებს. ამ მარნის ღვინის დეგუსტაცია კი უზრუნველყოფს კარგ განწყობას ქუთაისისკენ მიმავალ გრძელ გზაზე. ის დაგამახსოვრებთ თავს ცვალებადი ლანდშაფტით და რიკოთის უღელტეხილის ულამაზესი ხედებით. თქვენ გელოდებათ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, რათა მიგიზიდოთ მშვიდი ატმოსფეროთი და განსაკუთრებული კოლორიტით, რომელსაც ძველი უბნების მონახულებისას ეზიარებით.

ქუთაისის შორიახლოს გელათის სამონასტრო კომპლექსი დგას. აქ ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ მთელი რეგიონის ძირითადი კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი. 1106 წელს დაარსებულმა გელათის აკადემიამ შორეულ ქვეყნებში გაითქვა სახელი. ევროპელი მეცნიერები ესწრაფვოდნენ გელათის აკადემიის მონახულებას, რომელსაც თავის დროზე „მეორე ათონი“ უწოდეს. გელათის საკათედრო ტაძრის მოზაიკა საუკეთესოა მთელს კავკასიაში. თავად კომლექსიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ღვინის დეგუსტაცია ქალაქ თერჯოლაში, კომპანია „ხარებას“ ქარხანაში, ეს მშვენიერი შანსია იმისთვის, რომ დღის შთაბეჭდილებიბი სადღეგრძელოთი გადმოსცეთ კეთილშობილი სასმელით ხელში. შემდგომ, ქუთაისის საოჯახო სასტუმროში თქვენ გელით უბრალო, მაგრამ უგემრიელესი ოჯახური კერძები: შემწვარი ქათამი, იმერული ხაჭაპური ნატურალური სოფლის ყველით და ხილის კომპოტი.


4 დღე. ტური: ქუთაისი - ჰაწვალი - მესტია

„კოშკების ქვეყანა“ - ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და მკაცრი ტრადიციებით. ის ძლიერ განსხვავდება დანარჩენი საქართველოსგან. ეს მხარე სწრაფად იქცა ნამდვილ ტურისტულ აღმოჩენად მთელი მსოფლიოსთვის. ახლა კი, ჩვენ მივემგზავრებით ამაყ, დაუმორჩილებელ, ყველაზე მიუწვდომელ და აქედან გამომდინარე ძალიან მიმზიდველ მთიან მხარეში - სვანეთში!

თავბრუდამხვევი სერპანტინებით ჩვენ ჯერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან მივალთ. 270 მეტრის სიმაღლის პლატინის სათავიდან გადაშლილი ხედები სულს იპყრობენ. ბუნებაში ტოტალური ჩაძირვის შეგრძნება მოგზაურობის ბოლომდე გაგყვებათ!

სვანეთის დედაქალაქი - მესტია. გასეირნება და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. სვანური კოშკები წარმართული ხანიდან მოყოლებული ინახავენ უამრავ საიდუმლოს. სასტუმროში განთავსების შემდეგ საშუალება გვექნება მონაწილეობა მივიღოთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელ რიტუალებში და დავაგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს ნატურალური პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძები.


5 დღე. ტური: მესტია - უშგული - მესტია

ჩვენი გზა კიდევ უფრო მაღლა მიემართება კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებისკენ. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე გაშენებული სოფელი უშგული მთელს ევროპაში ყველაზე მაღალმთიანი დასახლებაა, სვანეთის ეს მარგალიტი 5068 მეტრის სიმაღლის მწვერვალ შხარას მისადგომებთან მდებარეობს. უშგულში IX – XII საუკუნეებში აშენებული კოშკებიდან ორი უკავშირდება ლეგენდარული თამარ მეფის სახელს. მათ დღესაც მეფის კოშკებს უწოდებენ და ერთი საზაფხულო, ხოლო მეორე საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. განმარტოვებით დგას შუასაუკუნეების ეკლესია - ლამარია, რომელიც მკაცრად გადაჰყურებს უშგულს. ის არქიტექტურულად უბრალოა, მაგრამ მდიდარია ისტორიული ფაქტებითა და ლეგენდებით.

უშგული-ზემო სვანეთის ცენტრი, არქიტექტურული სამყაროთი და პატრიარქალური ყოფით ჩაკარგული უმაღლეს მწვერვალებში, მთლიანად იუნესკოს მსოფლიო საგანძურთა სიაშია შეტანილი. ამ გადაწყვეტილების მიზეზს თქვენ შეიტყობთ მესტიაში დაბრუნებამდე.


6 დღე. ტური: მესტია - ზუგდიდი - ბორჯომი - ბაკურიანი

სვანეთის ცის კიდურებიდან დაშვების შემდეგ, თქვენ ცენტრალური საქართველოში გაემართებით, მაგრამ მანამდე, საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ მეგრული სამზარეულო, რომელიც მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს ფონზე მაინც გამოირჩევა სანელებელთა სიმრავლითა და მზარეულთა გამომგონებლობით. ყოველივე ამას ჩვენ გავაკეთებთ სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ ზუგდიდში.

მაშ ასე, მცირე ანონსი: პირველ რიგში, სუფრაზე თქვენ დაგხვდებათ „ღომი“ - სიმინდის ფქვილისგან მოხარშული სქელი ფაფა, რომელშიც ჩახარშულია ადგილობრივი ყველი - სულგუნი. ხორციანი კერძები შეზავებულია ცხარე აჯიკით. აქვე, წარმოდგენილია ბოსტნეულის სალათები, ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტები, ოჯახური ატმოსფერო და კეთილგანწყობა... მიირთვი გენაცვალე!

გემრიელი სადილის მონელებაში დაგეხმარებათ არც თუ მოკლე გზა სოფელ შროშამდე. აქ თქვენ ესტუმრებით კერამიკული ნაწარმის დამამზადებელს. სახლის პატრონი მოგიყვებათ ქართული კერამიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. გიჩვენებთ მისი ნახელავების მთელ სტუდიას: ქვევრს - ღვინის დასაყენებელ და შესანახ ჭურჭელს, „დოქს“ - ღვინისა და წყლისათვის, ტრადიციული ქართული სუფრისთვის აუცილებელ სხვადასხვა ჭურჭელს და რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ მათ დამზადებაში.

ჩვენი შემდეგი გაჩერების პუნქტია სახელგანთქმული ბალნეოლოგიორი კურორტი - ბორჯომი, სადაც მივალთ თვალწარმტაცი ხეობის გავლით. ბორჯომი მდებარეობს ევროპაში უდიდესი ნაკრძალის ტერიტორიაზე. ჩვენ გავისეირენბთ პარკში, პირდაპირ წყაროდან მივირთმევთ „ბორჯომის“ მინერალურ წყალს. შემდეგ კი, დასაძინებლად წავალთ პოპულარულ ზამთრის კურორტ ბაკურიანში. აქ ნაძვნარში ჩაფლული მთებით დავტკბებით და დავაგემოვნებთ ნაძვის გირჩების მურაბას. ეს არის საოცარი სამკურნალო პროდუქტი ნაძვის ფისის გემოთი.


7 დღე. ტური: ბაკურიანი - სურამი - თელავი

პატარა ქალაქი სურამი საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია. აქ იკვეთება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გზები. გზად ყიდიან ნაზუქებს - პურის ფქვილისგან დამზადებულ ტკბილ კულინარიულ პროდუქტს. კლდეზე აშვერილან სურამის ციხე-სიმაგრის კედლები რომელსაც თეატრალური დადგმებისა და კინოფილმების სიუჟეტად ქცეული დრამატული ლეგენდა უკავშირდება.

შემდგომი გზა მიგვიყვანს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ კუთხეში - კახეთში. კახეთი მდინარე ალაზნის ველზეა გაშლილი. ის საქართველოში მეღვინეობის კუთხედ ითვლება. ქვეყანაში გაშენებული ვენახების მეოთხედი სწორედ კახეთშია. თვალწარმტაც სოფელ წინანდალში პირველად დაიწყეს ღვინის ინდუსტრიულად, ევროპული წესით ჩამოსხმა. აქ ვესტუმრებით ცნობილი საზოგადო მოღვაწის - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მოვინახულებთ არტ-სალონს და დავაგემოვნებთ ღვინო წინანდალს.

ამით დღის ღვინის პროგრამა არ მთავრდება. ჩვენ გადავალთ მდინარე ალაზანზე, რომელიც ასაზრდოებს მთელ კახეთს და ვესტუმრებით სოფელ ველისციხეს. ძველ ღვინის სარდაფ ველისციხის ვერანდა-ში, ჩევნ გველის დაუვიწყარი ვახშამი. აქ თქვენ უშუალო მონაწილეობას მიიღებთ მხიარული ნადიმის მომზადებაში. გამოაცხობთ შოთის პურს, ნამდვილ ქართულ ღუმელში, რომელსაც თონეს ეძახიან, მოამზადებთ მწვადებს, გამოხდით ქართულ არაყს - ჭაჭას, ყოველივე ამის შემდეგ გარანტირებული გაქვთ ტკბილი და ღრმა ძილი.

 

8 დღე. ტური: თელავი - სიღნაღი - თბილისი

დილის გასეირნება კახეთის დედაქალაქ თელავში დაგვამახსოვრდება ძველი შენობების ბრწყინვალე არქიტექტურით და ხალასი ფერებით. ფერთა უფრო მეტი გამა ადგილობრივ ბაზარსა და ხალიჩების სახლში დაგვხვდება, სადაც, თვალს მოგჭრით ადგილობრივი ნამუშევრების ბრწყინვალება და კოლორიტი, ეს სახლიჩები ხელით არის ნაქსოვი და საქსოვადაც ტრადიციული საშუალებებია გამოყენებული. გავაგრძელოთ გზა, კიდევ ბევრი რამით გაგაოცებთ.

ალავერდი შუა საუკუნეების მონასტერია. იგი ყველაზე მაღალია უძველეს ტაძრებს შორის და თეთრად ანათებს კავკასიონის ძირში. თუმცა არაჩვეულებრივი პეიზაჟებით და სრულყოფილი არქიტექტურით არ მთავრდება აქაურობის ხიბლი. ალავერდის ღვინის სარდაფი გახდა ღვინის კულტურის კერა საქართველოში. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს VII-XI საუკუნეების 50-მდე ქვევრი. აღდგენილია ძველი ღვინის წარმოება. მონასტრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული ხავერდოვანი გემოთი, სამკურნალო თვისებებითა და სურნელოვანი არომატით. გარდა ამისა, შემოგთავაზებენ თაფლს სამონატრო საფუტკრიდან და არაყს, რომელიც გამოხდილია ამ თაფლისგან. ჯანმრთელობის სადღეგრძელო ბოლომდე ისმება!

შემდეგი ჩვენი მიზანი გახლავთ სიყვარულის ქალაქი - სიღნაღი. გასეირნება მის ვიწრო, თვალწარმტაც ქუჩებში. ქალაქი თითქოს ჰაერშია გამოკიდებული და სიამაყით გადაუშლის სტუმრებს მადლიანი ალაზნის ველის მშვენიერ ხედს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან მხატვრები ამ სილამაზის სანახავად და აღსაბეჭდად. ამით ჩვენ დავემშვიდობებით კახეთს და დავბრუნდებით თბილისში, სადაც გელოდებათ საზეიმო ვახშამი ეთნოგრაფიულ რესტორანში, ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და ფოლკლორული სიმღერები.


9 დღე. საქართველოსთან დამშვიდობება

გამგზავრებამდე თავისუფალი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ შოპინგს, ჰიპერმარკეტ გუდვილში და მშრალი ხიდის კოლორიტულ ძველმანების ბაზრობაზე. ხელიდან არ გაუშვათ გოგირდის აბანოების მონახულების შესაძლებლობა. გირჩევთ, გაეცნოთ „მექისეობის“ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ძვირფასო სტუმრებო, მასპინძლებმა თავი ხომ არ მოგაბეზრეთ? პასუხი ნათელია! თქვენ მხოლოდ ახლა დაიწყეთ საქართველოს შეცნობა და ჩვენ კვლავ გელოდებით სტუმრად.

საქართველოს ტური: თბილისი, მცხეთა, თერჯოლა, ქუთაისი, მესტია, ჰაწვალი, უშგული, ბორჯომი, ბაკურიანი, სიღნაღი, თელავი


 დაბრუნება