ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ღვინის და კულინარიის ტური საქართველოში

„მსოფლიოში არ არის სხვა ასეთი ქვეყანა სადაც სვამენ უმაღლისი ხარისხის ამდენ ღვინოს“, - წერდა საქართველოზე მოგზაური ჟან შარდენი. ფრანგ მოგზაურამდე კი ანტიკურობის ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ სტრაბონი, ჰეროდოტე და სამკურნალოდ იყენებდნენ ქართულ ღვინოს - „საფერავს“. ამ სასმელის სახელი თითქმის ყველა ენაზე ძალიან ჰგავს ქართულ სიტყვას „ღვინო“. ქართული სამზარეულოც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, რადგან გამოირჩევა ორიგინალური გემოთი და ინგრედიენტთა არაჩვეულებრივი შეხამებით. ეს არის ტური გურმანებისთვის! აქ თქვენ შეიცნობთ მზის სხივებით გამსჭვალულ, ახლად გამომცხვარი ლავაშებისა და მრავალფეროვანი ღვინის საოცარი არომატით გაჯერებულ ქვეყანას. მოხერხებულად მოეწყვეთ - ჩვენ ღვინის ტალღებისა და კულინარიული სანაპიროებისკენ მივეშურებით.

1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა 
2 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა 
3 დღე. ტური: თბილისი - სიღნაღი - ყვარელი - თელავი 
4 დღე. ტური: თელავი - თბილისი 
5 დღე. ტური: თბილისი - ქუთაისი - წყალტუბო 
6 დღე. ტური: წყალტუბო - ნიკორწმინდა - ბათუმი 
7 დღე. ტური: ბათუმი - ხულო - ბათუმი 
8 დღე. ტური: ბათუმი - თბილისი 
9 დღე. საქართველოსთან გამომშვიდობება 

ხანგრზლივობა: 9 დღე / 8 ღამე 
მანძილი: 1 600 კილომეტრი 
ღამისთ გათევა: თბილისი, თელავი, წყალტუბო, ბათუმი 
ტურის მარშუტი: 


1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა

თბილისის აეროპორტში შეხვედრა და ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება, ტურის პროგრამის გაცნობა და თავისუფალი საღამო. ამ საღამოს ქართულ სამზარეულოსთან და ღვინოსთან პირველი შეხვედრისთვის გამოვიყენებთ. თქვენ გელოდებათ რესტორანი რომელიც ამ ყველაფერთან ერთად ქართული ფოლკლორის სიმდიდრით, ცეცხლოვანი ცეკვებითა და ცნობილი პოლიფონიური სიმღერებით გიმასპინძლებთ.


2 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა

მიმოხილვითი ექსკურსია თბილისში - კონტრასტების ეკლექტიკურ ქალაქში, რომლის არქიტექტურას სხვადასხვა ეპოქის კვალი ატყვია, სადაც იგრძნობა თავისუფლების სული და განუმეორებელი კოლორიტი. შემდეგი იქნება მინიატურული საქართველო! ეთნოგრაფიულ მუზეუმში თქვენ გაიცნობთ მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, მისი ყოფის დამახასიათებელ სპეციფიკას. სულ ერთი ჭიქა ქართული ბრენდი - სარაჯიშვილი სხეულში ხავერდოვან სითბოს მოგგვრით და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად განგაწყობთ. დეგუსტაცია ძველი კონიაკის ქარხანაში გაგრძელდება ღვინის მაღაზიის მონახულებით, რომელიც საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. სანამ შეიძენდეთ ამ ალკოჰოლურ საგანძურს საუკეთესო ქათველი მწარმოებლებისგან, შეგიძლიათ დააგემოვნოთ რათა შეაფასოთ მისი ხარისხი და გემო.

მცხეთა - ძველი იბერიის ძველი დედაქალაქი და ქვეყნის რელიგიური ცენტრია. დღეს ეს ქალაქი-მუზეუმია, რომელსაც იცავს იუნესკო. ჯვრის მონასტერი VI საუკუნის არქიტექტურილი ხელოვნების უბადლო ნიმუშია. ის პროფესიონალ არქტიტექტორებს დღემდე ანცვიფრებს თავისი სტილით, ფორმითა და იდეალური პროპორციებით. სვეტიცხოველი - ანუ ცოცხალი სვეტი - საქართველოს მთავარი კულტურული ძეგლია. ქვის გალავნით გარშემორტყმული საკათედრო ტაძარი ომიანობის პერიოდში ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა, მშვიდობიანობისას კი საეკლესიო საგანძურისა და ფასეული წიგნების საცავს წარმოადგენდა. XI საუკუნის გასაოცარი ფრესკები და ლეგენდები, რომლებიც ისტორიულ ფაქტებს უკავშირდება არავის დატოვებს გულგრილს! დედათა მონასტერი სამთავრო ქართველთა გამაქრისტიანებლის - წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებულ არტეფაქტებს ინახავს. ტაძარში განისვენებენ მირიან მეფე და დედოფალი ნანა, რომლებმაც მიიღეს საქართველოში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია.

სულის ზეიმი თანდათან იცვლება სხეულის დღესასწაულით. შატო მუხრანი განგაცვიფრებთ უზარმაზარი ღვინის სარდაფით და ძველებური არისტოკრატული ადგილ-მამულის დიდებული ატმოსფეროთი. აქაური მარნის პროდუქტის დეგუსტაცია შეგამზადებთ ნამდვილი აქრთული „სუფრისთვის“. ვახშამი რესტორანში მრავალჟამიერი“ - ნაციონალური სუფრა, შინაურული ღვინოები. ხალხური ცეკვები და სიმღერები. ამ ყველაფერს სახეს აძლევს და მართავს სუფრის მმართველი და სადღეგრძელოების ოსტატი - „თამადა“, რომლის გარეშეც , უბრალოდ, შეუძლებელია ქართული ნადიმი.


3 დღე. ტური: თბილისი - სიღნაღი - ყვარელი - თელავი

ნუ შეყვებით დიდხანს საუზმეს სასტუმროში - დღეს ჩვენ საქართველოს ყველაზე გემრიელ მხარეში მივემგზავრებით, იქ, სადაც ყველაზე მეტად აფასებენ ქართულ სუფრას, საუკუნეების მანძილზე ინახავენ ღვინის დამზადების უნიკალურ ქართულ მეთოდებს, კერძებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით ამზადებენ და არასოდეს გაუშვებენ სტუმარს მშიერს და ფხიზელს. ჩვენი „გემი“ კახეთში მიცურავს!

კახეთში პირველი სიყვარულის ქალაქი შეგვეგებება - ვაზის, კეთილი, გულღია ადამიანების და რა თქმა უნდა, ქართველთათვის ყველაზე ფასეულის - მადლიანი ქართული მიწის სიყვარულის ქალაქი. სიღნაღი - უზარმაზარი ციხე-გალავნით გარშემორტყმული შუასაუკუნეების ქალაქია. არ მოტყუვდეთ სამხრეთ-იტალიური სტილით, აქ ხომ განსაკუთრებული ქართული სული ტრიალებს. ღვინის სახლში „ხოხბის ცრემლები“ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნამდვილი ქართული „მარანი“. აქ გაიცნობთ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიწაში ჩამარხულ თიხის ჭურჭელში - „ქვევრში“. აქვე შეგიძლიათ გაუსინჯოთ გემო ქართული მეღვინეობის ნაყოფს.

ამის შემდეგ „ღუზას ჩავუშვებთ“ ყვარელში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღვინის საცავში. 8 კილომეტრიანი, კლდეში გაჭრილი გვირაბი, რომელიც ოდესღაც თავშესაფარს წარმოადგენდა, ახლა ღვინის ცნობილი ბრენდის - „ხარებას“ ღვინის მარანს წარმოადგენს. კომპლექსის კოშკზე მყუდრო აივნებია პატარა მაგიდებით. ერთ ჭიქა მადლიან ღვინოსთან ან ყავასთან ერთად აქედან ალაზნის გაშლილი ველების მშვენიერებით დატკბებით.

აქედან არც თუ ისე შორს, მაღალი მთის ფერდზე დგას ნეკრესის მონასტერი. ის არა მხოლოდ ლამაზი პანორამების მოყვარულთათვის არის საინტერესო. ცნობისმოყვარე სტუმარი შეიტყობს უძველესი ქართული წარწერის შესახებ რომელიც ნეკრესის მონასტრის კედელზეა გაკეთებული. მონასტერში ღვინის მარანიც გაგაოცებთ, რომელმაც ჩვენამდე შუა საუკუნეებიდან მოაღწია. შემდეგი გაჩერება არის - გრემი, უძველესი კახეთის სამეფოს დედაქალაქი. ეს არის ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი, სადაც არქეოლოგემა მეღვინეობის კვალი აღმოაჩინეს, აქ იგი 8 000 წლის წინ არსებობდა.

დღევანდელი დღის კულინარიული კულმინაცია თელავში გველოდება. ეს კახეთის მთავარი ქალაქია, პირდაპირ მარანში გაშლილია საუცხოო სუფრა. თუმცა, ნუ იჩქარებთ! ჯერ სცადეთ და ნამდვილ „თონეში“ საკუთარი ხელით გამოაცხვეთ ქართული „შოთის პურები“. გააკეთეთ უგემრიელესი ქართული ტკბილეული - „ჩურჩხელა“, რომელიც ნიგვზითა და ყურძნის წვენით მზადდება. შეწვით ნაკვერჩხალზე ქართული „მწვადები“... ახლა კი, მობრძანდით სუფრასთან შუნაურული კერძებითა და ღვინოებით. გემრიელად მიირთვით!

 

4 დღე. ტური: თელავი - თბილისი

აღმოსავლური ბაზრის ხილვა? ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, და ტკბილეულობის მრავალფეროვნება? თქვენ სწორ გზას ადგახართ! ახალი დღე თელავის ბაზარში გასეირნებით იწყება. იქიდან კი, პირდაპირ თანამედროვე ღვინის ქარხანას - „ბადაგონს“ ვესტუმრებით. ღვინის დღეს შუამთის მონასტრის გრილი ნიავი და ჭაღარა ქვეყნის ისტორია გაანელებს. ეს ყველაფერი შუასაუკუნეების იყალთოს აკადემიაში გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოს ამ საგანმანათლებლო ცენტრმა XII საუკუნეში აღზარდა ლეგენდარული პოეტი შოთა რუსთაველი. იყალთოს აკადემიაში იმ დროისათვის ღვინის წარმოება ყველაზე მასშტაბურად მიმდინარეობდა.

ქართული მეღვინეობის სათავეებს თუკი გავყვებით ალავერდის საკათედრო ტაძართან მივალთ. ამ დიდებულ ტაძარს გააჩნია საქართველოში ყველაზე ძველი ღვინის მარანი. აქ, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა სამკურნალო თვისებების მქონე ღვინის მსხვილი წარმოება. ტრადიციები არ კვდებიან, ჩვენ გვექნება საშუალება გემო გავუსინჯოთ მონასტრის ღვინოს ათასწლოვანი „მარნიდან“!

კიდევ ცოტაც და წინანდლის სახლ-მუზეუმთან მივალთ. ამ ადგილზე იწყება ქართული ღვინის მეორე, ევროპული ცხოვრება. XIX საუკუნეში, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, თავის მამულში დაიწყო ღვინის ევროპული ტექნოლოგიით წარმოება და მისი საზღვარგარეთ გატანა.

ქართველი არისტოკრატის კარ-მიდამოს დათვალიერების შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ცნობილი „წინანდალი“. მერე კი, გველოდება დღის მთავარი მოვლენა: თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ყოველწლიურ „რთველში“ - ეს არის ტრადიციული ყურძნის კრეფა, რომელსაც დღესასწაულის სახე აქვს! ვახშმობისას კი, თქვენ ისევ გაგაოცებთ კახური სუფრა თავისი მრავალფეროვნებით, რის შემდეგაც თბილისში ვბრუნდებით ულამაზესი გომბორის უღელტეხილის გავლით.


5 დღე. ტური: თბილისი - ქუთაისი - წყალტუბო

ჩვენი ოდისეა გრძელდება. გეზს დასავლეთ საქართველოსკენ ვიღებთ და ლეგენდარული არგონავტების კვალს მივყვებით. იქამდე კი გადავუხვევთ კლდეში ნაკვეთი ქალაქისკენ - უფლისციხისკენ. მისი ისტორია 3 000 წელს ითვლის! უფლისციხე ქრისტესშობამდელი ეპოქის საკულტო ცენტრი გახლდათ. აქაც არის აღმოჩენილი უძველესი ამფორები გაქვავებული ყურძნის წიპწებით!

ასეთი ამფორები და კიდევ სხვა მრავალი სახეობის თიხის ჭურჭელი, რომელიც, კერძებს განსაკუთრებულ გემოს სძენს, შეგიძლიათ შეიძინოთ რიკოთის უღელტეხილის გრძელ გზაზე.

და აი, ჩვენ ქუთაისში ვართ - საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში. ის მდინარე რიონის ნაპირის გასწვრივ არის გაშლილი - ეს ის მდინარეა, რომელსაც მოუყვებოდნენ იაზონი და მისი თანამგზავრები ოქროს საწმისის საძებნელად. გავისეირნებთ ძველ ქალაქში და ვეწვევით ადგილს, რომელსაც ჩვენი გემი ვერაფრით აუვლის გვერდს! გელათის სამონასტრო კომპლექსი - მეფე დავით აღმაშენებლის პირმშო. გელათის აკადემიამ მსოფლიოს არაერთი ცნობილი ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ორატორი თუ თარჯიმანი შესძინა. მთავარი ტაძრის კედლები ძვირფასი ფრესკებითა და უნიკალური მოზაიკით არის შემკული. შემდეგი გაჩერება მოწამეთას ტაძართან გვექნება. ტაძარში დასვენებულია წმინდა მოწამე ძმების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. არსებობს რწმენა, რომ თუკი მათ ნეშტს რამდენჯერმე შემოუვლი, ჩაფიქრებული სურვილით აუცილებლად აგისრულდებათ..

ახალი მხარე და ახალი სამზარეულო! რადგან ჩვენ უკვე იმერეთში ვიმყოფებით, დროა ახლოს გავიცნოთ ადგილობრივი ღვინოები. „ხარების“ ქარხანაში ულამაზესი სასმისები და საუკეთესო ღვინო გელით. აქ ღვინის დეგუსტაცია ნელ-ნელა გადაიზრდება იმერულ სუფრად, რომელსაც განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნია, ორიგინალური კერძებით. ვახშმის შემდეგ, შთაბეჭდილებების მოსანელებლად საკურორტო ქალაქ წყალტუბოში გავემგზავრებით.


6 დღე. ტური: წყალტუბო - ნიკორწმინდა - ბათუმი

ჩრდილოეთისკენ, რაჭის რეგიონში „მივცურავთ“. პირველი გაჩერება იქნება - ნიკორწმინდა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მდიდრულად მორთული და ორიგინალური ტაძარი მთელს საქართველოში. ტაძრის ფასადზე შესრულებული ბარელიეფი მომნუსხველია თავისი მრავალფეროვნებითა და დახვეწილობით! მეცნიერები დღემდე იკვლევენ ამ ტაძარს, რადგან ნიკორწმინდა არა ერთ საინტერესო გამოცანას გვიტოვებს...

ვის არ სმენია არომატული, ვაზის სხვადასხვა ჯიშის მახასიათებლებით გაჯერებული ნახევრად ტკბილი ღვინის - „ხვანჭკარას“ შესახებ?! ჩვენს ოდისეას ამავე სახელწოდების მქონე სოფელში მივყავართ. ეს სახელგანთქმული სასმელის სამშობლოა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქართული ღვინის ბრენდია! ვენახების დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია გაბედულად განგაწყობთ - ჩვენ ხომ ახლა რაჭის ტყიანი მთებიდან შავი ზღვის თბილი ტალღებისკენ გავემგზავრებით!

 

7 დღე. ტური: ბათუმი - ხულო - ბათუმი

თქვენ აჭარაში ხართ - საქართველოს ზღვისპირა მხარეში, რომელიც ოდესღაც ლეგენდარული კოლხეთის ნაწილი გახლდათ. ბათუმი - საპორტო და საკურორტო ქალაქია, რომელიც სავსეა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნებისთვის შესაფერისი გასართობით. მის ისტორიას ადგილობრივ მუზეუმში გაეცნობით. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულებისას მოხიბლული დარჩებით ამ მხარის სილამაზითა და კლიმატური შესაძლებლობებით. ამ სამოთხის ხედები სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს!

ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ გონიოში აფსაროსის ცნობილი ციხე-სიმაგრე დგას. ეს გახლავთ რომაული ფორპოსტი კავკასიაში - თეატრი, იპოდრომი, ანტიკური აბანოები - აქ ყველაფერს რომის ხელი ატყვია. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე აქ ორი მოციქული იმყოფებოდა რომელთაგან ერთ-ერთი - მათე მახარებელი, გადმოცემის თანახმად, დღეს ციხესიმაგრის კედლებში განისვენებს.

ახლა კი, დადგა დრო გავეცნოთ შავი ზღვისპირეთის სამზარეულოს! ხულოს მაღალმთიან დასახლებაში თქვენ უკვე გელით სადღესასწაულო სუფრა სახელგანთქმული „აჭარული ხაჭაპურითა“ და ახლად დაჭერილი კალმახებით. თუმცა დღევანდელ ვახშამზე, კიდევ გველის სურპრიზი... თუმცა, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს - უბრალოდ, გაუსინჯეთ გემო აჭარას!


8 დღე. ტური: ბათუმი - თბილისი

მრავალფეროვანი გასტრონომიული ვარჯიშების შემდეგ, ბათუმის ზღვის ნაპირზე წამოწოლას და სანაპიროს პარკში სეირნობას ვერაფერი შეედრება. ამიტომ, სანამ თბილისში დავბრუნდებოდეთ, დილას დასვენებას დავუთმობთ. საქართველოს დედაქალაქში თქვენ თავისუფალი საღამო გექნებათ, იმისთვის რომ შეაჯეროთ მიღებული გამოცდილება და დამოუკიდებლად შეიგრძნოთ ძველი ქალაქის ხიბლი. შეგიძლიათ სახელგანთქმულ გოგირდის აბანოებს ეწვიოთ, სადაც გელით სამკურნალო თერმული წყალი. არ დაგავიწყდეთ შეიაროთ მაღაზია-„მარანში“, რათა წამოიღოთ ქართული ღვინის სოლიდური კოლექცია.

გამოსამშვიდობებელი ვახშამი რესტორანში. თუმცა მანამდე უნდა განვიმტკიცოთ ის, რაც ვისწავლეთი ტურის განმავლობაში! მაშ ასე, ახლა ჩვენ ისევ გამოვაცხობთ ლავაშს, ამოვავლებთ ჩურჩხელას, გამოვხდით ოჯახურ სასმელს „ჭაჭა“ და სუფრას შესრულებული ვალდებულების გრძნობით მივუჯდებით. ძვირფასი სტუმრების და საქართველოში მათი ჩქარი დაბრუნების სადღეგრძელოა!


9 დღე. საქართველოსთან გამომშვიდობება

აეროპორტში გამგზავრებამდე, ნაბახუსევ მდგომარეობას ტრადიციული ქართული მეთოდით, ჭაჭით, ბორჯომითა და გამაცოცხლებელი ბულიონით - „ხაშით“ შევებრძოლებით. ახლა თქვენი ორგანიზმი ისევ მზად არის გაუძლოს ნებისმიერ გასტრონომიულ გამოცდას და ძალიან გრძელ გზას. საქართველო გემშვიდობებათ და დარწმუნებულია რომ ეს არ არის სამუდამო გამომშვიდობება!

ქართული ღვინის ტური: თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, ყვარელი, თელავი, ქუთაისი, წყალტუბო, ნიკორწმინდა, ბათუმი, ხულო

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 7780.02 GEL
ორადგილიანი 14444.52 GEL
სამადგილიანი 20079.31 GEL
ოთხადგილიანი 25399.46 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება