საქართველოს ფარული მარგალიტები: მოგზაურობა გაუკვალავ ბილიკზე
მოვინახულებთ VI საუკუნის ბოლოს აშენებულ ჯვრის მონასტერს, ქალაქ მცხეთას და ორგანულ მეურნეობას, სადაც ადგილობრივებთან ერთად დავრგავთ, ავიღებთ მოსავალს და მოვამზადებთ კერძებს. აჭარის მაღალმთიან სოფელ ვაიოში ვიხილავთ ნამდვილ მარანს და გავეცნობით ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს ღვინის თიხის ჭურჭელში - ქვევრში მომზადებას. გავეცნობით ჩაის მოყვანის კულტურას გურიის რეგიონში და მოვამზადებთ ქართულ კერძებს. Day 1 - 08:00: გიდთან შეხვედრა თქვენთვის სასურველ ადგილას და მოგზაურობის დაწყება. გავემგზავრებით მცხეთაში, რომელიც თბილისის დაარსებამდე საქართველოს დედაქალაქად გვევლინებოდა. მცხეთა დაახლოებით 2500 წლისაა და UNESCO-ს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ ჩვენ მოვინახულებთ VI საუკუნის ბოლოს აშენებულ ჯვრის მონასტერს: ჩვენს თვალწინ იშლება მთებს შორის განლაგებული მცხეთის და ორი მდინარის შესართავის ულამაზესი პანორამული ხედი. ვაგრძელებთ გზას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ, სადაც გავივლით 3 საათიან სალაშქრო მარშრუტს სოფელ ქვაბისხევში. მოვინახულებთ ორგანულ მეურნეობას, სადაც დავკავდებით სეზონური აქტივობებით: დავრგავთ, ავიღებთ მოსავალს და მოვამზადებთ კერძებს ადგილობრივებთან ერთად. განთავსება ადგილობრივ საოჯახო სასტუმროში. Day 2 - გავემგზავრებით კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში, გზად გვექნება ფოტო სტოპები რაბათის და ხერთვისის ციხეებთან. მე-12 საუკუნეში შექმნილი ქალაქი-გამოქვაბული ვარძია ასობით კლდეში ნაკვეთ ოთახს მოიცავს, გადაჭიმულია ერთი კილომეტრის მანძილზე და 13 სართულის სიმაღლეს აღწევს. მოვინახულებთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთ შედევრს, ზარზმის მონასტერს და თვალწარმტაცი გოდერძის უღელტეხილის გავლით გავემგზავრებით სოფელ ბეშუმში. განთავსება და ვახშამი სასტუმროში. Day 5 - გამგზავრება პატარა „მაღაროების ქალაქ“ ჭიათურაში - აქ გველოდება საბაგირო გზები და დიდებული კაცხის სვეტი, ეს არის 40 მეტრი სიმაღლის ბუნებრივი კირქვის მონოლითური კოშკი, რომელიც კარშუნას მდინარის ხეობას გადმოყურებს. სვეტის თავზე პაწაწინა ეკლესიაა (კლდეზე გადმოკიდებული ჯაჭვის კიბით ტაძარში ასვლის უფლება მხოლოდ ბერებს აქვთ). კაცხის სვეტთან ფოტოების გადასაღბად შევჩერდებით და შემდეგ გავაგრძელებთ გზას მღვიმევის მე-8 საუკუნით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი მონასტრის მოსანახულებლად. ჭიათურის ექსკურსიის შემდეგ, ტური დასრულდება თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.
ტურის ფასი მოიცავს: ტური ტარდება მხოლოდ 20 მაისიდან 31 ოქტომბრამდე.
|
ინდივიდუალური მოგზაურობა 5 დღეტურის ხანგრძლივობა: 5 დღე / 4 ღამე. |
ტურის დაჯავშნის ფორმა
ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე
ნომრის ტიპი | ნომრის ფასი | ნომრის რაოდეონბა |
---|---|---|
ერთადგილიანი | 5992.33 GEL | |
ორადგილიანი | 8294.87 GEL | |
სამადგილიანი | 10125.46 GEL | |
ოთხადგილიანი | 11212.38 GEL | |
ნომრები: | ჯამი: | ჯგუფი: |