ყაზბეგის ტური
მივემგზავრებით ჩრდილოეთისკენ – კავკასიონის მთავარი ქედისკენ, უზარმაზარი მთებისა დაკრისტალური ჰაერისაკენ. გზად არ შეიძლება არ შევჩერეთ მტკვრისა და არაგვის შესართავთან, აქედან დანახული ჯვრის მონასტერი ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიაა, ეკლესია VI საუკუნეშია აშენებული და საოცრად ერწყმის აქაურ ლანდშაფტს. მისი კედლებიდან კი, იშლება მცხეთის დაუვიწყარი ხედი. საქართველოს ძველი დედაქალაქის– მცხეთის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო საგანძურის ნუსხაშია შეტანილი. მათ შორისაა XI საუკუნის საკათედრო ტაძარი - სცეტიცხოვლი, სადაც ცხოველმყოფელი სვეტის ძირში დაფლულია კვართი იესო ქრისტესი. სვეტიცხოვლის დროინდელია სამთავროს დედათა მონასტერი, სადაც მრავალი რელიქვიაა შემონახული. ანანურის ციხე–სიმაგრემდე მგზავრობას საათიც არ დასჭირდება. იგი თვალწარმტაცი წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს. აქ დაგვხვდება საბრძოლო კოშკები, ეკლესიათა განსხვავებული ფასადები, მომხიბვლელი პანორამა და პატარა ბაზარი ხანჯლებით, ბოხოხებით, ნაქარგობებითა და მრავალი სუვენირით. შემდეგ გველის ჯვრის უღელტეხილი, ის ადგილი, სადაც მთავრდება მიწა და იწყება ზეცა, დაჰქრიან ღრუბლები და მოჩუხჩუხებენ მინერალური წყაროები. გზის ბოლოს გველის კავკასიის კარებჭე – ულამაზესი დარიალის ხეობა. მანამდე კი პატარა ქალაქი სტეფანწმინდა, მის პირდაპირ კი გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც მყინვარწვერის ფონზე სათავეში უდგას დარიალს და საქართველოს ერთ–ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.
Explore more Georgia Tours |
ყაზბეგის ტურიტურის მარშუტი: მცხეთა, ჯვარი, ანანურის ციხე, ჯვრის უღელტეხილი, სტეფანწმინდა, გერგეთის სამება |