ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

თბილისის ერთდღიანი ტური

ქალაქის ტური, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოს მთავარი ქალაქი - თბილისი, სხვადასხვა რაკურსიდან გავიცნოთ. არქეოლოგიურ აღმოჩენებს თუ დავუჯერებთ, თბილისის ტერიოტრიაზე და მის შემოგარენში დასახლება IV საუკუნედან ჩნდება. ათასი წლის შემდეგ მეფე ვახტანგ გორგასალმა ქალაქი თბილისი დაარსა და აქ საკუთარი სამეფო, დედაქალაქი, გადმოიტანა.

ძველ თბილისში დაბინავებული ანჩისხატის ბაზილიკა ძველი ეპოქის ექოს ინახავს. ანჩისხატის ირგვლივ არის ლამაზი პატარა ქუჩები, ძველი სახლები ხის აივნებით, მოპირკეთებული ძველი დროისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით. აქვე ახლოს - საქართველოს საპატრიარქო და სიონის საკათედრო ტაძარი, რომლის სილამაზით ყოველთვის მოხიბლულები რჩებიან ტურისტები. ქალაქის ცენტრის თავზე ქართლის დედის ქანდაქება დგას, ერთ ხელში ღვინის თასით - მეგობრებისთვის, მეორე ხელში კი ხმლით - მტრების დასახვედრად.

თქვენ ყველა ამ ადგილ მოინახულებთ, მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში შევიხედოთ. ყველაზე მსხვილი მართმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში.შემდეგ თბილისის ძველ რაიონში ავლაბარში გავისეირნებთ, მეტეხის ხიდთან ჩავალთ იმისთვის, რომ XIII საუკუნის ულამაზესი ტაძრის სილამაზით მოვიხიბლოთ. როგორც კი ხიდს გავცდებით, ძველი თბილისის ცენტრი - მეიდანი დაგვხვდება. ამ ცენტრის ირგვლივ ათას ხუთასი წლის წინ დუღდა და ვითარდებოდა მთელი ქალაქის ცხოვრება.

საბაგიროს პატარა ვაგონი,VII საუკუნით დათარიღებულ ნარიყალაზე, უძველეს ციტადელზე აგვიყვანს, რომელიც ერთ დროს თბილისელების სიმშვიდეს დარაჯობდა. იქიდან პატარა ბილიკით გოგირდის აბანოებამდე, აბანოთაუბნამდე, გასეირნება შეიძლება. სხვათაშორის ქალაქი ამ თერმულ წყლებს უმადლის თავის არსებობას. აბანოების უკან არის ულამაზესი ხევი - ლაგვთახევი, რომლის სიღრმეში ლამაზად ხმაურობს ჩანჩქერი. ახლა კი ჩვენი დღევანდელი მოგზაურობისსახალისო და მოსადუნებელი ნაწილი: ათობით კაფე და რესტორანი, სუვენირების მაღაზიები... და ეს ყველაფერი ძველი თბილისის პატარა ქუჩებშია მოფენილი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოქოს ფონდის კარს გაგიღებთ და თქვენ ჯერ კიდევ ანტიკურ დროის ოქროს ხელნაკეთებ ძვირფასეულობას ნახავთ. ამის შემდეგ ფუნიკულიორის ვაგონი მთაწმინდაზე წაგიყვანთ. აქ ნახავთ ლამაზ პარკს, ატრაქციონებს, დიდი ტელევიზიის ანძას და დიდი ეშმაკის ბორბალს, რომელიც თბილისის ლამაზ ხედს გაჩუქებთ. ეს ჯერ არ არის ჩვენი გასეირნების დასასრული. ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს რეგიონების ცხოვრების სპეციფიკას და განსაკუთრებულობას გაგაცნობთ. მაშ ასე, ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ მთელი დღის შთაბეჭდილებები მყუდრო გარემოში - ფინჯან ყავაზე, კუს ტბაზე.

 

Explore more Georgia Tours


 დაბრუნება