ჩვენს შესახებ
საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია. ტუროპერატორი ეგზოტური სწორედ ამ პრინციპით იღებს და ემსახურება კლიენტებს. ჩვენ ვიღებთ მათ, როგორც ძვირფას სტუმრებს, და ვაცილებთ როგორც მეგობრებს. კომპანიას 1996 წლიდან დაგროვილი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ შეუქმნას სტუმარს სასიამოვნო დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობა. ყველა ჩვენს თანამშრომელს ტურისტულ სფეროში მუშაობის ხუთიდან ათ წლამდე გამოცდილება აქვთ და პერიოდულად გადიან სტაჟირებას.
ტუროპერატორი ეგზოტური მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში: МIТТ მოსკოვი, WTM ლონდონი, BIT მილანი, CBR მიუნხენი, ITB ბერლინი, JATA - ტოკიო, UITT - კიევი, TT - ვარშავა, Tour Salon - პოზნანი, ATM - დუბაი, COTTM - პეკინი, BALTTOUR - რიგა, CIS - სანკტ-პეტერბურგი, CTF - თბილისში და სხვა უამრავ ღონისძიებაში.
ტუროპერატორულ საქმიანობაში მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური მოღვაწეობისთვის ეგზოტურის დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურა. თავის მხრივ, კომპანიის სასტუმრომ მორიგი საპატიო მოწმობა მიიღო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან. ეს ყველაფერი გვავალდებულებს, არ დავწიოთ მომსახურების ხარისხი და და უფრო და უფრო მეტად დავხვეწოთ ეგზოტურის მომსახურება. ეგზოტური აქტიური წევრია საქართველის შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის (GITOA), საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) და საერთაშორისო სათავგადასავლო ასოციაცია: Adventure Travel Trade Association (ATTA).
საერთაშორისო გამოფენები
- WTM - London
- ITB- Shanghai
- ITB - Berlin
- JATA - Tokyo
- UITT Kiev
- ATM - Dubai
- MITT - Moscow
- NY Times Travel Show - New York
- And many more...
ასოციაციები
- Georgian Incoming Tour Operators Association (GITOA)
- Georgian Tourism Association (GTA)