ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში [ჯგუფური]

ტურის თარიღები: გარანტირებული გასვლა ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში.
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოფრენა უნდა ემთხვეოდეს პარასკევ დღეს თბილისის ან ერევნის აეროპორტში, ხოლო გაფრენა მომდევნო ოთხშაბათს ბაქოს აეროპორტიდან.
ტურის ხანგრძლივობა: 13 დღე / 12 ღამე. 

ტურის აღწერილობა: 

 

პარასკევი: ჩამოსვლის დღე 
დახვედრა თბილისის ან ერევნის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში ერევანში. განთავსება 15:00-ის შემდეგ. 
ღამისთევა ერევანში. 

შაბათი: ერევანი 
12:00 – მოვინახულებთ დედა სომხეთის მონუმენტს, საიდანაც იშლება არარატის მთის შესანიშნავი ხედი ერევნის ცენტრის პანორამით. დავათვალიერებთ უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტს - მატენადარანს. გავისეირნებთ კასკადის კომპლექსისთან, თვალს შევავლებთ ოპერის სახლს, ჩრდილოეთის პროსპექტს და რესპუბლიკის მოედანს. ვეწვევით ვერნისაჟს, სადაც, ცნობილ შუკას ბაზარში შესაძლებელია სუვენირების, ტრადიციული ტკბილეულის და ჩირის შეძენა. 
ღამისთევა ერევანში. კვება: საუზმე. მანძილი: 100 კმ / 60 მილი

კვირა: ერევანი - ხორ ვირაპი – ეჩმიაძინი – გარნი - გეგჰარდი
09:00 – დილით გავემგზავრებით ხორ ვირაპის მონასტრის მოსანახულებლად, სადაც არარატის მთა წარგვიდგება მთელი თავისი სიდიადით და მშვენიერებით. გზას გავაგრძელებთ ეჩმიაძინისკენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სულიერ და ადმინისტრაციულ ცენტრს. ვეწვევით წმინდა რიპსიმესა და წმინდა გაიანეს ეკლესიებს. მოვინახულებთ ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარს, სადაც დავესწრებთ ლიტურგიას. გავემგზავრებით სომხეთის ყველაზე ძველი შენობის, გარნის ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სანახავად, რომელიც 1-ლი საუკუნით თარიღდება. ამის შემდეგ, მოვინახულებთ სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, მე-13 საუკუნის გეგჰარდის მონასტერს. დაბრუნება ერევანში.
ღამისთევა ერევანში. კვება: საუზმე. მანძილი: 250 კმ / 155 მილი

ორშაბათი: ერევანი - სევანის ტბა - სომხეთ-საქართველოს საზღვარი - თბილისი
09:00 - ტურს დავიწყებთ სევანის ტბით. ვეწვევით სევანის ნახევარკუნძულზე განთავსებულ სევანავანკის მონასტერს. გავაგრძელებთ გზას საკურორტო ქალაქ დილიჟანისკენ, რომელიც ცნობილია თავისი მომნუსხველი ბუნებითა და ექსტრაორდინალური არქიტექტურით. გავისეირნებთ შარამბეიანის ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს ძველი დილიჟანის ისტორიულ უბანში. გავემგზავრებით სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ. სასაზღვრო ფორმალობების გავლის შემდეგ გავაგრძელებთ გზას საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

სამშაბათი: ანანური - გუდაური - ყაზბეგი - გერგეთი - თბილისი
09:00 - დილით გავემგზავრებით კავკასიონის მთებისკენ. გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავზე და მოვინახულებთ ანანურის ციხეს. გავაგრძელებთ გზას გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტისკენ. გავყვებით საქართველოს ყოფილ სამხედრო გზას და ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში, სადაც დავტკბებით გერგეთის მომნუსხველი ხედებით. ადგილობრივ ოჯახში ეგზოტიკური სადილის მირთმევის შემდეგ, დავბრუნდებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

ოთხშაბათი: სიღნაღი - ბოდბე - ყვარელი - თელავი
09:00 - დილით გავემგზავრებით ციხე-ქალაქ სიღნაღში, რომელიც შემოფარგლულია 28 სამეთვალყურო კოშკიანი კედლით. მოვინახულებთ ბოდბის დედათა მონასტერს. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედები საუკეთესო ქართული ღვინოების მიწაზე - ალაზნის ველზე, რომლელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის ქედებით. ბოდბეს შემდეგ, შევჩერდებით ხარებას ღვინის გვირაბში, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად, ქვევრში დამზადებულ კახურ ღვინოებს. მოვინახულებთ გრემის ციხეს, რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას თელავისკენ და დავათვალიერებთ ძველ ქალაქს.
ღამისთევა კახეთში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი

ხუთშაბათი: ალავერდი - წინანდალი - შუამთა
09:00 - ტურს დავიწყებთ თელავის ბაზრის დათვალიერებით და გავაგრძელებთ გზას ალავერდის საკათედრო ტაძრისკენ. XI საუკუნეში აშენებული ალავერდი, ერთერთია ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრიდან და ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოს უძველეს ტაძრებს შორის. შემდეგი გაჩერება წინანდლის საგვარეულო მამულში, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. უფლისწული ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში. მის სახლში ჩვენ ვნახავთ ხელოვნების გალერეას და ბარს, სადაც შესაძლებელია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული ღვინის - წინანდლის დაგემოვნება. გავაგრძელებთ ტურს იყალთოს აკადებიაში და შუამთის სამონასტრო კომპლექსში, გავემგზავრებით სასტუმროში.
ღამისთევა კახეთში. კვება: საუზმე. მანძილი: 90 კმ / 55 მილი

პარასკევი: ლაგოდეხი – აზერბაიჯანის საზღვარი – შეკი
დილით გავემგზავრებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ლაგოდეხში. გადავკვეთთ საზღვარს და შევხვდებით აზერბაიჯანელ გიდს, რომელიც გაგვაცნობს აზერბაიჯანს - ცეცხლის ქვეყანას. გავემგზავრებით შეკში. გზად, სოფელ კიშში, მოვინახულებთ პირველ ალბანურ ეკლესიას კავკასიაში, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის 1-ლი საუკუნით. შეკში ჩასვლის შემდეგ, გვექნება ღირშესანიშნაობათა მოკლე ტური: შეკის შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე, ხანების სასახლე, ხელნაკეთობათა სახელოსნო, ქალაქის პანორამული ხედი, მადრასაჰის მეჩეთი და ადგილობრივი ბაზარი.
ღამისთევა შეკში.. კვება: საუზმე. მანძილი: 300 კმ / 190 მილი

შაბათი: შამაქი – ბაქო
დილით გავემგზავრებით ბაქოში. გზად ვეწვევით ჯუმას ისტორიულ მეჩეთს და შვიდი გუმბათის მავზოლეუმი - იედი გუმბეზი ქალაქ შამაქში. მოვინახულებთ შირვან შაჰის საოჯახო სასაფლაოს. ბაქოში ჩასვლის შემდეგ გვექნება ავტობუსის ღამის ტური (1 სთ).
ღამისთევა ბაქოში. კვება: საუზმე. მანძილი: 300 კმ / 190 მილი

კვირა: აბშერონის ნახევარკუნძული – ქობუსტანი – ბაქო
ამ დღეს ჩვენ მოვინახულებთ დიდი ბაქოს მიდამოებს და აბშერონის ნახევარკუნძულს. დავიწყებთ ტურს ქობუსტანის ეროვნული პარკით. ვეწვევით პეტროგლიფების მუზეუმს, სადაც დავათვალიერებთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10 000 წლით დათარიღებულ პეტროგლიფებს. გავაგრძელებთ ტურს ქობუსტანის ნაკრძალის ტალახის ვულკანების მონახულებით. მსოფლიოში არსებული ტალახის ვულკანების თითქმის ნახევარი ქობუსტანში მდებარეობს. მოგვიანებით გავემგზავრებით სოფელ სურახანში მდებარე, ატეშჰას ცეცხლთაყვანისმცემელთა ციხესიმაგრისკენ. ინდოელი ზოროასტრები ათასობით კილომეტრს გადიოდნენ ატეშჰაში, დედამიწის გულიდან ამოსული ცეცხლის თაყვანსაცემად. გავემგზავრებით იანარდაგის მთისკენ, სადაც უკვე ათასობით წელია ანთია ბუნებრივი აირის ცეცხლი.
ღამისთება ბაქოში. კვება: აუზმე. მანძილი: 250 კმ / 155 მილი

ორშაბათი: გამგზავრება
ტრანსფერი ბაქოს აეროპორტში.

 

ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტის ტრანსფერები
- ექსკურსიები
- განთავსება - 12 ღამე
- საუზმე სასტუმროებში
- სადილი ყაზბეგში
- მუზეუმების ბილეთები
- ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- გიდის მომსახურება

დამატებითი მომსახურება:
ღამის დამატება სასტუმროში: 325 ლარი ოთახი, საუზმისა და გადასახადების ჩათვლით
ჯომარდობა არაგვზე (90 წუთი): 130 ლარი ერთ პერსონაზე, ტრანსფერების ჩათვლით

ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 8 ადამიანი. ყველა ტური გარანტირებულია, თუ იქნება თავისუფალი ადგილები ჯგუფში. ჯგუფში დამატების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ.

სომხეთის ვიზა: https://evisa.mfa.am/
აზერბაიჯანის ვიზა: https://evisa.gov.az/en/
საქართველოს ვიზა: https://www.evisa.gov.ge/GeoVisa/

ტური საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში

ტურის ხანგრძლივობა: 13 დღე / 12 ღამე.

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 12413.7 GEL
ორადგილიანი 17505.04 GEL
სამადგილიანი 23769.09 GEL
ოთხადგილიანი 25399.46 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება