საეჭვოა მოიძებნოს ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც ნახა საქართველოს ეს განუმეორებელი კუთხე და არ „დაავადებულა“ ამ დიდებული კოშკების უნიკალური სილამაზით. აქ ნამყოფები ცდილობენ ისევ დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ დატკბნენ ამ სილამაზით. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი, სტუმრებს ყოველთვის მათთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. სვანეთი - საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა: განსაკუთრებული სულით, ისტორიითა და ადათ-წესებით.... ასე რომ დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა მთებში, ცისკენ! ჩვენი მოგზაურობა იწყება ქუთაისის, ბათუმის ან თბილისის აეროპორტებიდან. გაითვალისწინეთ, რომ თბილისიდან გაფრენის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დაამატოთ კიდევ ერთი დღე.
ხანგრძლივობა: 4 დღე / 3 ღამე;
გასავლელი გზა: 550 კილომეტრი;
ღამის გათევის ადგილები: მესტია
ტურის მარშუტი:
1 დღე. ტრანსფერი: ზუგდიდი- მესტია
სვანეთში ყოფნის პერიოდში თქვენ 1500-2500 მეტრის სიმაღლეზე იქნებით. მაგრამ იქამდე უნდა მივიდეთ. გზა მთებისკენ იწყება ქალაქ ზუგდიდიდან, სადაც შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ პატარა შესვენება და დავათვალიეროთ მთავარი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა- ზუგდიდის მუზეუმი. წარსულში ყოფილი მეგრელი მმართველების - დადიანების სასახლე. აქ ინახება სამიდან ერთ-ერთი ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც დამზადდა დაკრძალვამდე და კიდევ რამოდენიმე ბონაპარდისტების რელიქვია, რომელიც პრინცმა მიურატმა საქართველოში ჩამოიტანა.
როგორც კი სწორ, ასფალტიან გზას შეანაცვლებს მთიანი სერპანტინიანი გზა, ჩვენს წინაშე წარსდგება სვანეთის პირველი ღირშესანიშნაობა - გრანდიოზული ენგურჰესის დამბა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი დამბების რიცხვში შედის. 271.5 მეტრი სიმაღლეში და 728 მეტრი სიგრძეში. თავბრუდამხვევი სანახაობა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს მდინარე ენგურის თვალწარმტაც ხეობას და ამით ქმნის გამწვანებული მთებით შემოსაზღვრულ ულამაზეს წყალსაცავს. დაკვირვებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ამ ულამაზესი ხედით და გადაიღოთ სურათები.
ახლა კი უშუალოდ, სვანეთი! ველური ბუნება, პატრიარქალური სოფლები და ძველი ტრადიციები კერპთაყვანისმცემლური ფესვებით. მესტია - მთიანი მხარის დედაქალაქია. ადგილობრივი ისტორიის და ეთნოგრაფიის სვანეთის მუზეუმი ისტორიული ექსპონატების დაძველებული ხელნაწერების ნამდვილი საგანძურია. პირველი გაცნობა სვანურ კულტურასთან დაიწყება სადილის დროს ორიგინალური სვანური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების გასინჯვით. თუ ჩვენმა მოგზაურობამ ძალიან არ დაგღალათ, სასტუმროში მოთავსების შემდეგ, შეიძლება საღამო მესტიაში გასეირნებისათვის გამოიყენოთ და ეს მაღალმთიანი მყუდრო ქალაქი უფრო სიღრმიესეულად გაიცნოთ.
2 დღე. ტური: მესტია - უშგული - მესტია
თქვენ უკვე ნანახი გაქვთ მესტიის ცნობილი სვანური კოშკები, რომლებიც თითოეულ სოფელს იცავს. დღეს კი ჩვენ წავალთ ისეთ ადგილას, სადაც მეომარი ხალხის ასეთი „მკაცრი“ საცხოვრებელი ძალიან ბევრია. ევროპაში ყველაზე მაღალმთიანი დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრში. უშგული - ოთხი სოფლისგან დაკომპლექტებული თემია. მისი სახელის ზუსტი თარგმანი ასე ჟღერს: „უშიშარი გული“. ამ ადგილის კიდევ ერთი დასახელებაა -თავისუფალი სვანეთი, რადგან ვერც ერთმა ფეოდალმა და დამპყრობელმა ვერ შეძლო ადგილობრივი მკვიდრების დამორჩილება.
უშგულის მიდამოები ნახევარი წლის განმავლობაში თოვლით არის დაფარული. სხვა დანარჩენ დროს, ბრჭყვიალა ყინულით დაფარულ მწვერვალებს ზურმუხტისფერი ალპური მდელოები და ტყე აცოცხლებს. ამ ყველაფერს თქვენ ხედავთ 5 068 მეტრის სიმაღლიდან - შხარადან. შხარა - ერთ-ერთი უმსხვილესი მთაა დიდ კავკასიონზე. მჭიდრო ხეობებში კი ლამაზად განლაგებულია სვანური საცხოვრებლები. ზოგი საცხოვრებელი IX საუკუნით თარიღდება. აქ ერთად არის შეკრებილი პირველყოფილი ბუნება და უძველესი ხალხის ცოცხალი ისტორია. უშგულში ყოფნის დროს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ თითქოს ვიღაცამ ათასი წლის წინ გააჩერა დრო....
უშგული თავისთავად წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ადგილობრივმა არქიტექტურულმა ძეგლებმა, ათეულობით კოშკმა, ზემო სვანეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუტანა. სხვა ძეგლების ნახვა თქვენ შეგიძლიათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც განთავსებულია XII საუკუნის სახლში მელოდიური სახელწოდებით - ლამარია. სვანებს სჯერათ, რომ ზუსტად აქ არის დაკრძალური თამარ მეფე - საქართველოს უდიდესი მმართველი, ვისი ცხოვრება და გარდაცვალება ლეგენდებით არის მოცული.
3 დღე. ტური: მესტია - ჭალაადი - ჰაწვალი - მესტია
როგორც ცნობილია, მთაზე უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ მთა. სვანეთი არის მექა მთელი მსოფლიოს ალპინისტებისთვის. ასე, რომ არ შეიძლება იყო სვანეთში და არ ეცადო დაიპყრო თოვლიანი მთები. თუმცა, მოდით, ეს რთული „სვლა“ პროფესიონალებს დავუთმოთ და ჩვენ შემოვიფარგლოდ გასეირნებით, რომელიც მოგვცემს საშუალებას მთლიანად შევიგრძნოთ და შევაფასოდ სვანური მთების დიდებული სილამაზე.
პირველი ამოცანა იქნება მყინვარი ჭალაადი - ამიტომ თბილად ჩაიცვით. ველური ქვიანი გზა მთის ლამაზი მდინარის გასწვრივ, ტყეზე გადის. მდინარე იწყება პატარა ნაკადულით, რომელიც ყინულებიდან მოედინება და თითქმის ეგრევე მრისხანე დინებაში გადადის. მყინვარის წყალს აქვს მწკლარტე გემო. ჭალაადი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასიავია კავკასიონზე. ის განლაგებულია ულამაზესი მთის, უშბის კლდეების ქვეშ. მთა უშბა ალპინისტების თაობებში მღელვარებას და ჟრჟოლას იწვევს.
უფრო დაუვიწყარ პანორამას დავინახავთ ჰაწვალის საბაგირო გზიდან - რომელიც ყველაზე ახალი და თოვლიანი სათხილამურო კურორტია საქართველოში! საბაგიროს სიგრძე 1400 მეტრს შეადგენს, რომელსაც თქვენ 10 წუთში გაივლით და ამასობაში დატკბებით თქვენს წინაშე გაშლილი სილამაზით. ჰაწვალი, არამხოლოდ სხვა კუთხიდან დანახულ უშბას „გაჩუქებთ“, არამედ თქვენ დაინახავთ ასევე ცნობილ მთას - თეთნულდს. ადგილობრივების ლეგენდის მიხედვით უშბა და თეთნულდი - შეყვარებული წყვილია, ბიჭი და გოგო, რომელთაც უსამართლო ბედმა არ მისცა საშუალება ექორწინათ ერთმანეთზე. შეყვარებულები მწუხარებისგან გაქვავდნენ და გადაიქცნენ მთებად, რომლებსაც ღრმა ხევი ერთმანეთისგან აშორებთ.
4 დღე. ტრანსფერი: მესტია - ზუგდიდი
თქვენ არ მოგინდებათ სვანეთის დატოვება. სავარაუდოთ თქვენ კიდევ ერთხელ ესტუმრებით ამ ულამაზეს ადგილს, რომ ისევ დააგემოვნოთ ხორციანი კუბდარი, მოისმინოთ ლეგენდები, ისევ საკუთარი თვალით ნახოთ ლამაზი ტრადიციები და ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რომელიც თქვენ გაჩუქათ ულამაზესმა კავკასიონმა. ახლა კი, წასვლის წინ მივირთმევთ საუზმეს მესტიაში. ჩამოვყვებით ხვეულ გზას ზუგდიდამდე და ჩაგიყვანთ აეროპორტში. ჩვენ ვიცით რომ თქვენ წახვალთ მხოლოდ იმისთვის, რომ მოემზადოთ კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგზაურობისთვის საქართველოში. ჩვენ დაველოდებით თქვენ ჩამოსვლას.