ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

კახეთი - ღვინის გზა

„კურთხეული“ - მხოლოდ ასე მოიხსენიებენ ქართველები ვაზსა და ვენახს და ეს კურთხევა გაჯერებულია ათასწლეულებით. მევენახეობისა და მეღვინეობის კულტურა გახლავთ ფუნდამენტური საფუძველი ამ ერის ერთიანობის და იდენტურობისა. არც არის გასაკვირი, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველო, მართლაც, არის ღვინის სამშობლო. სწორედ, აქ მოაშენეს პირველად ყურძენი და შეძლეს ღვინის დაყენება. სწორედ, ქართული ვაზის გენები იძებნება მსოფლიოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის დნმ-ში. სწორედ, ქართული სიტყვა „ღვინო“ გახლავთ ყველა სიტყვის ფუძე, რომელიც ყურძნის წვენისგან მიღებულ ამ კეთილშობილ სითხეს აღნიშნავს. მაგრამ, თვით საქართველოშიც არის ადგილები, რომლებიც ადგილები, მეღვინეობის ტრადიციით გამოირჩევიან. ჩვენ მივემართებით კახეთში, ქვეყნის მეღვინეობის მთავარ ცენტრში!

ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე 
მანძილი: 350 კილომეტრი 
ღამისთ გათევა: თბილისი, სიღნაღი, თელავი 
ტურისტული მარშუტი: 


1 დღე. ტური: თბილისი - სიღნაღი

გსურთ დააგემოვნოთ, არა მხოლოდ, საუკეთესო ქართული, არამედ, ჭეშმარიტად მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ღვინოები? გსურთ გაეცნოთ ქართული ღვინის დამზადების უნიკალურ ტექნოლოგიებს, რომლებმაც შეიძინეს იუნესკოს არამატერიალური კულტურილი მემკვიდრეობის სტატუსი? გსურთ ერთმანეთს შეადაროთ უძველესი მეღვინეობა და თანამედროვე მეღვინეობის ნოვაციები და ექსპერიმენტები? მაშ გავუდგეთ ღვინის გზას იქ, სადაც თავმოყრილია საქართველოს მეღვინეობის ერთი მეოთხედი.

ეს გზა თბილისში იწყება, იქ, სადაც განთავსებულია ცნობილი ცქრიალა ღვინის ქარხანა „ბაგრატიონი“ და კონიაკის ქარხანა „სარაჯიშვილი“. ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე წარმოებაში ექსკურსია და დეგუსტაცია დაგეხმარებათ, რომ მოემზადოთ კახეთის ღვინის სამყაროში ჩასაძირად. მაშ, გავემგზავროთ!

საფერავი, რქაწითელი, მწვანე, მუკუზანი, ქინძმარაული და მრავალი სხვა სახელგანთქმული ღვინო, რომლებიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები არიან, კახეთის სოფლების, რაიონების, ან იმ ტერიტორიის სახელს ატარებენ, სადაც ეს ჯიში ხარობს. ამიტომაც, კახეთში მოგზაურობისას, საგზაო აბრები და მინიშნებები მოგვაგონებს სოლიდური რესტორნის ღვინის რუქას. ამ გზის ბოლოში კი, თითქოს ცაში გამოკიდებული ციხექალაქი სიღნაღია.

პატარა ქალაქი თითქოს მთის წვერზეა მიკრული. ის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის და სტუმარს დროში 200 წლით უკან აბრუნებს. ამ ქალაქს გარს შემოვლებული აქვს ყველაზე გრძელი გალავანი საქართველოში. ძველებურ, ვიწრო ქუჩებს ამშვენებს ნიკო ფიროსმანის სურათების მიხედვით შექმნილი ქანდაკებები. თვითნასწავლი გენიოსი მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ ქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც ღვინის სახლ „ხოხბის ცრემლების“ გვერდით მდებარეობს. აქ სათუთად იცავენ კახური ღვინის ტრადიციებს და „სუფთა გემოს“. აქ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ერთმანეთში შერევას.

„ხოხბის ცრემლებში“ იხილავთ ნამდვილ ქართულ „მარანს“ - ღვინის სარდაფს, სადაც გაიგებთ, რომ „ქვევრი“ ეს არის ღვინის წარმოების და შენახვისათვის განკუთვნილი თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელსაც სპეციფიური მოვლა სჭირდება. ნახავთ სხვა ინსტრუმენტებსა და იარაღს, რომელთა გამოყენებითაც ქართველები საუკუნეების მანძილზე ამუშავებდნენ წმინდა ვაზის წვენს. კვალიფიცირებული პერსონალი თქვენთვის მოაწყობს პროფესიონალურ დეგუსტაციას. ამის შემდეგ, ამაღლებული განწყობილებით გაისეირნებთ ქალაქში.

სიღნაღის კოშკებიდან თქვენს წინაშე გადაიშლება ქართული მეღვინეობის აკვნის საოცარი ხედები. კურთხეული ალაზნის ველი, ქალაქის კედლების ძირიდან კავკასიონის დიდებულ მწვერვალებამდეა გაშლილი. ამ პანორამით დამტკბარს სასიამოვნო გამოცდა გელით: ტრადიციული ქართული სუფრა, საუკეთესო ღვინით და ნაციონალური სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით. ეს ყველაფერი კი, სახელგანთქმული ქართული პოლიფონიური სიმღერის თანხლებით წარიმართება.


2 დღე. ტური: სიღნაღი - თელავი

დღეს ვეწვევით იმ ადამიანის სახლ-მუზეუმს, რომელიც ქართველთა შორის პირველი გახლდათ, ვინც ევროპიდან შემოიტანა ღვინის ინდუსტრიული წარმოების ტექნიკა. სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს და ღვინის სამშობლოში თანამედროვე ტექნიკის შემოტანა ფრიად შესაშურ საქმედ ჩათვალა. წინანდალი - ჭავჭავაძეების სათავადოს საგვარეულო მამულია. სწორედ, აქ დაიწყო, პირველად საქართველოში, ღვინის სამრეწველო წარმოება. პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად ჩამოასხა ქართული ღვინო ფრანგული მეთოდით. აქ XVIII-XIX საუკუნეებში მგზნებარე სიცოცხლით ცხოვრობდა მაღალი საზოგადოების სალონი, სადაც თავს იყრიდა სხვადასხვა ქვეყნის არისტოკრატია. დიუმა უფროსმა წინანდალი სამოთხეს შეადარა. რომანოვებმა წინანდალი თავიანთ რეზიდენციად აქციეს, შენ გაქვს საშუალება, ამ კარ-მიდამოში დიდი ადამიანების ნაკვალევზე გაისეირნო.

ღვინის გზა მიემართება „შუხმანის“ ღვინის ქარხნისაკენ. წაგიყვანთ სოფელ კისისხევში. თქვენ საწარმოს ვენახებს დაათვალიერებთ და კიდევ ერთხელ, დააგემოვნებთ ღვინოს. შემდეგ კი გელით სადილი რესტორანში, რომლიდანაც კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. ენერგია მოიკრიბეთ - ქალაქ თელავში თქვენ კიდევ გელით ღვინის ქარხნები „თელავის მარანი“ და „ბადაგონი“. ამის შემდეგ კი, ჩვენ გულთბილად მიგვიღებენ კახურ ოჯახში, სადაც, კიდევ ერთი, ტრადიციული ქართული ნადიმის მონაწილენი გავხდებით თამადის მეთაურობით. ამჯერად, თქვენ სიღრმისეულად შეისწავლით ქართული სუფრის კანონებსა და წესებს. გასინჯავთ ახალ ქართულ გემრიელ კერძებს. ერთი სიტყვით, ბოლომდე შეიგრძნობთ ქართული სუფრის გემოს.


3 დღე. ტური: თელავი - თბილისი

კახეთის დედაქალაქში გასეირნება წარმოუდგენელია ადგილობრივი ბაზრის უნახავად. ნაციონალური ტკბილეული - ჩურჩხელა და ტყლაპი, ჩირი და თაფლი, სურნელოვანი საკმაზები და ნამცხვრები, ყველანაირი კულინარიული გემოვნებისთვის. ეს ნამდვილი აღმოსავლური ბაზარია, სადაც შეიძლება (საჭიროცაა) რომ შეევაჭრო. ქართველები ფასს დაგიკლებენ ყველაფერზე, რაც დაგაინტერესებთ, მაგრამ ჯერ თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ პატივს სცემთ ვაჭრობის უძველეს კულტურას და იმსახურებთ ფასის დაკლებას!

ამასთან, ღვინის გზა გრძელდება. ქართული ღვინის გაცნობის შემდეგი ეტაპი ქარხანა „GWS“ იქნება. ყველა კომპანია ცდილობს, სტუმარს უჩვენოს საუკეთესო თავისი ასორტიმენტიდან. თანამედროვე საწარმოს შემდეგ, ჩვენ მოვხვდებით მეღვინეობის სათავეებთან შუა საუკუნეების მონასტერ ალავერდში.

თავად ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. დიდებული მთების ფონზე აღმართული ეს ბრწყინვალე ნაგებობა ასევე საინტერესოა როგორც ტრადიციული კულტურის კერა. ალავერდელი ბერები ოდითგანვე იყვნენ სახელგანთქმული მეღვინეები. მონასტრის მარნის ღვინოები ფასობდნენ სამკურნალო თვისებების გამოც. ღვინის ეს მარანი აღდგენილია არქეოლოგიური გათხრების შემდეგ და დღესაც ანიჭებს სიამოვნებას ამ კეთილშობილი სითხის მოყვარულებს. სქელი, არომატული, სურნელოვანი ღვინო ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ წმინდა მამები ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებენ.

არაჩვეულებრივი ღვინოს აუცილებლად ჭირდება შესაფერისი საჭმელიც და ჩვენ ვიცით სად გველოდება ის! რესტორანი „შუამთა“ დაბურულ ტყეში მდებარეობს, ბუნების სიმშვიდეში, აქაური მზარეულები მზად არიან გამოცდისთვის. თქვენ უკვე იცნობთ ქართულ სამზარეულოს, ახლა, შესაძლებელია, შენთვის გახსნა ახალი საზღვრები. რესტორნიდან თბილისისკენ გავეშურებით. ჩვენი გზა მიემართება გომბორის უღელტეხილის ულამაზეს ბუნებაში. მთიდან დაშვებისას კი თბილისის გზას დაისის მზე გაგვინათებს...

 

Explore more Georgia Tours

საქართველოს ტური: თბილისი, სარაჯიშვილის ქარხანა, სიღნაღი, ფიროსმანის მუზეუმი, წინანდალი, თელავი და მრავალი ღვინის მარანი


 დაბრუნება