მოგზაურობა წელიწადის სხვადასხვა დროში
ზამთარი, გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი 10 დღეში - მხოლოდ საქართველოში შეძლებთ შეიგრძნოთ წელიწადის ყველა დრო მხოლოდ ერთი მოგზაურობით. კლიმატური ზონების ამგვარ მრავალფეროვნებას პატარა ქვეყნის რთული რელიეფი განაპირობებს. მისი ტერიტორიის ორ მესამედზე მეტი მთებია, ზოგიერთი მათგანი 5 კილომეტრზე მეტი სიმაღლისაა. თუკი ვიმოძრავებთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკებს ხმელთაშუა ზღვის კონტინენტური სარტყელი შეცვლის. მაღალმთიანი რაიონებისკენ მიმავალ გზაზე კი თვალწინ ტყით დაფარული კლდეების და ხასხასა ალპური მდელოების სილამაზე გადაიშლება. ამ ტურის მიმდინარეობისას ეგზოტური მოგცემთ შესაძლებლობას მოკრიფოთ დამწიფებული ხილი ხეობებში და იქვე იხილოთ, როგორ ყვავილობს მცენარე, გააკეთოთ თოვლის გუნდა ყინულოვან მთებში და იმავე დღეს შეცუროთ შავი ზღვის თბილ ტალღებში. 1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა ხანგრზლივობა: 10 დღე / 9 ღამე;
1 დღე. საქართველოში ჩამოსვლაახალი შთაბეჭდილებები პირველივე დღეს! თბილისში ჩამოსვლისა და სასტუმროში განთავსებისთანავე გელით გასეირნება საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნების მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში. იხილავთ ლამაზად განათებულ ძველ ქალაქს და შეიგრძნობთ ტურისტული ცენტრის შარმს შარდენის ქუჩის მიმდებარედ. ღამის თბილისის არაჩვეულებრივი პანორამა თქვენს თვალწინ მთაწმინდის გადასახედი მოედნიდან გადაიშლება, აქვე დაგხვდებათ გასართობი პარკი, უზარმაზარი „ეშმაკის ბორბალი“, ატრაქციონები, მყუდრო კაფეები და რესტორნები. 2 დღე. თბილისი - მცხეთა - თბილისიდილა თბილისის ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობით იწყება. ექსკურსიის პირველი პუნქტი მეტეხის ეკლესიაა, რომელიც მტკვარს მაღალი კლდიდან გადმოჰყურებს. აქ დგას მეფე ვახტან გორგალის ძეგლი, რომელმაც V საუკუნეში დააარსა ქალაქი თბილისი. მეტეხის ეკლესიიდან იშლება ძველი ქალაქისა და ნარიყალას გალავნის ულამაზესი ხედი. სწორედ, ნარიყალაა ჩვენი შემდეგი პუნქტი, რომელზეც საბაგირო გზით ავალთ. ნარიყალას ციხესიმაგრე გვირგვინივით ადგას სოლოლაკის ქედს და ამაყად გადმოჰყურებს ძველ ქალაქს. მისი კოშკები ქალაქის ათასხუთასწლოვანი სიცოცხლის უტყვი მოწმენი არიან. ნარიყალას კედლებიდან კი შეძლებთ გადაიღოთ საუცხოო ხედები და სამების დიდებული ტაძარი. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია დავეშვათ გოგირდის აბანოების უბანში, რომელსაც აბანოთუბანს ეძახიან. ძველი აბანოების კომპლექსი გაშენდა თერმული წყლების დინების ადგილას. თავად ქალაქის დაარსებაც ამ ადგილზე, თერმულ წყლების არსებობას უკავშირდება. აქ, ქალაქის შუაგულში თქვენ იგრძნობთ განუმეორებელ თბილისურ კოლორიტს და გაისეირნებთ ძალიან ვიწრო, ლეღვთა ხევში, რომლის ბოლოშიც, ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინება. დაიმახსოვრეთ ეს ადგილი. აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ საღამოს, რათა დატკბეთ მინერელური, სამკურნალო თვისებებით გაჯერებული წყლის აბაზანით და იგემოთ ნამდვილი თბილისური „ქისა“. თბილისის ბოტანიკური ბაღი ვიწრო ხეობაშია გაშლილი, ნარიყალას ციხესიმაგრის გადაღმა - იქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში სამეფო ბაღები ყვაოდნენ. ამ ულამაზეს ადგილზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფლორა ხარობს. ამის შემდეგ კი ექსკურსიის ლოგიკური გაგრძელება იქნება ღია ცის ქვეშ გაშლილი ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც გაეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფისა და ტრადიციის ამსახველ ძველებურ სახლებს და მათ მორთულობებს. მუზეუმი კუს ტბის ახლოს მდებარეობს, რომელიც ლამაზი ბუნგალოებით და კაფეებით არის გარშემორტყმული. აქ საკმაოდ მოსახერხებელი ადგილია მცირე შესვენებისთვის, ქალაქ მცხეთაში გამგზავრების წინ. საქართველოს ძველი დედაქალაქი თბილისიდან ძალიან ახლოს მდებარეობს და მისი რამდენიმე ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. თქვენზე აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას ჯვრის მონასტრის კლასიციზმი, რომელიც ჯერ კიდევ VI საუკუნეში აიგო და ჰარმონიულად ერწყმის მაღალი მთის რელიეფს. შთამბეჭდავია სვეტიცხოვლის ტაძარიც, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ქრისტიანულ სიწმინდეებს ინახავს. დღევანდელი მოგზაურობა ზედაზნის მონასტრისა და შიო მღვიმის მონახულებით დავასრულოთ, სადაც საფუძველი ჩაეყარა ბერმონაზვნობის წესს საქართველოში. 3 დღე. თბილისი - დავით გარეჯი - სიღნაღი - თელავიდღეს თქვენ ერთდროულად ორ სახელმწიფოს მოინახულებთ. დღეს გველოდება გამოქვაბულთა ქალაქ-მონასტერი დავით გარეჯი - ნახევარუდაბნოში გაშლილი კომპლექსი, რომელიც ორივე მხრიდან აზერბაიჯანს ესაზღვრება. თქვენ ნახავთ დავითის ლავრას, რომელიც VI საუკუნეში აიგო მწირი დავითის მიერ. შეძლებთ ფეხი შედგათ კელიებში, რომლებიც დავითის მოსწავლეთა და მიმდევართა მრავალი თაობის მიერ ქვაშია გამოკვეთილი. აქ მოისმენთ წმინდა დავითისა და გარეჯელი ბერების შთამბეჭდავ ისტორიებს. როგორც კი დატოვებთ ცხელ უდაბნოს, დაბურული ტყით დაფარულ მთებში აღმოჩნდებით, რომლის სიღრმეშიც ჩამალულა დედათა მონასტერი - ბოდბე. შუასაუკუნეების ტაძრის კედლებს კარგად შემოუნახავთ ბიბლიური თემების ულამაზესი ნახატები. საკურთხეველთან ასვენია წმინდა ნინო კაბადოკიელი, ქართველთა გამაქრისტიანებელი IV საუკუნებში. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი, ეს საუკეთესო ქართული ღვინის სამშობლოა, რომლის უკანაც მოსჩანს კავკასიონის თეთრად დათოვლილი მწვერვალები. ასეთივე პანორამა, მხოლოდ განსხვავებული რაკურსით, ქალაქ სიღნაღშიც გველოდება, რომელსაც გარს 28 კოშკიანი გალავანი აქვს შემოვლებული. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, ტანსაცმელი ტრადიციული ქართული ნაქარგებით და ხელნაკეთი საიუველირო ნამუშევრები. ადგილობრივ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეძლებთ გაეცნოთ კახეთის რეგიონის სპეციფიკას, რომელიც დიდი დროის მანძილზე დამოუკიდებელ სამეფოს წარმოადგენდა. რომანტიკულად განწყობილი სტუმრებისთვის კი მოქმედებს მმაჩის ბიურო, სადაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ქორწინების რეგისტრაცია და აქვე გეძლევათ შესაძლებლობა აღნიშნოთ ეს ნამდვილი ქართული წესით. ამის შემდეგ XIX საუკუნის საქართველოს კულტურული ცხოვრების ცენტრთან შევჩერდებით. ეს გახლავთ წინანდალი - თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც განთქმული იყო თავისი სამხედრო წოდებითა და ღირსებით, იყო პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ირგვლივ ულამაზესი ბაღია, ბამბუკის ხეივნით და და სიყვარულის ლაბირინთით. ეს ადგილი იმპერატორ რომანოვების დინასტიის წარმომადგენლების საზაფხულო რეზიდენციაც გახლდათ. აქვე არის არტ-სალონი და ღვინის მარანი ბარით. სანამ დასაძინებლად გავეშურებით ქალაქ თელავში, გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის სახელგანთქმული „წინანდალი“. 4 დღე. თელავი - ყვარელი - თბილისიდღეს ჩვენ ახლოს გავიცნობთ კახეთს - რომელის საქართველოში უხვი მოსავლით გამოირჩევა, სადაც იწურება საუკეთესო ღვინო, რთველი კი ტრადიციული სახალხო დღესასწაულია. ამ მხარის მიწის სიუხვე შეგიძლიათ ნახოთ და დააგემოვნოთ თელავის დიდ ბაზარში, აქ ამზადებენ მრავალფეროვან ნაციონალურ ტკბილეულს სხვადასხვა ხილისგან წვენითა და საკმაზებით. აღმოსავლურ ბაზარში ვაჭრობის შემდეგ შეგვიძლია შევუდგეთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. უღრან ტყეში ჩამალული შუამთის მონასტერი თავს გასაოცარი სიჩუმითა და განმარტოებით დაგამახსოვრებთ. ალაზნის გაშლილ ველზე ცაში ატყორცნილი ალავერდის საკათედრო ტაძარი თავისი დიდებულებით გამოირჩევა. გზა გრძელდება და მას მივყავართ კავკასიონის ქედის ძირში მდებარე ქალაქ ყვარელში. გზად ორ ჯერ შევჩერდებით. ჯერ გრემის ციხეს მოვინახულებით, რომელიც XVII საუკუნეში ირანის მმართველმა შაჰ აბასმა დაანგრია. და მაინც შემორჩენილია ციტადელი მთავარანგელოზთა ორიგინალური ეკლესიითა და მეფის მაღალი ციხე-კოშკით. შემდეგ ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს ვეწვევით. კომპლექსი მთის ფერდზე მდებარეობს და სხვადასხვა საუკუნეების ნაგებობებისგან შესდგება. მონასტრის ტერიტორიაზე იხილავთ საინტერესო ნაგებობას, თითქოს არც კი ჰგავს ეკლესიას. იგი IV საუკუნისაა და ყველაზე ძველი ქრისტიანული ეკლესიაა საქართველოში. მონასტრის კედლების სიმაღლიდან კი მთის ძირში მოჩანს უფრო ძველი, ზოროასტრული სალოცავის ნანგრევთა ლაბირინთი. ყვარელში ჯერ მოვინახულებთ დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მის მამულში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საგვარეულო კოშკი, მარანი, თონე, ბეღელი და წყლის წისქვილი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ მეურნეობის ქართულ ტრადიციებს. ცოტა მოგვიანებით კი თქვენ შეიტყობთ თუ რით განსხვავდება ქართული მეღვინეობის ტექნიკა ევროპულისგან. ამის შესახებ მოგიყვებიან ქვეყნის ყველაზე დიდ ღვინის მარანში (საცავში), რომელიც განთავსებულია ყოფილი თავშესაფარის 8 კილომეტრი სიგრძის გვირაბში. აქვე შეგვიძლია ქვეყნის სხვადასხვა კუთხის კეთილშობილი ღვინოების დეგუსტირება. შემდეგ კი თბილისში გამგზავრებამდე შეგვიძლია ყვარლის ტბის ხედებით დატკბობა. 5 დღე. თბილისი - ქუთაისი - წყალტუბოდასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი გრძელი გზა არ იქნება მოსაწყენი, თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ, თუ როგორი განსხვავებული ბუნებაა სხვადასხვა რეგიონებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოს უკვე შეჩვეულ ლანდშაფტს მკვეთრად ცვლის რიკოთის უღელტრხილის სერპანტინები, ამ მიხვეულ მოხვეული გზის მონაკვეთზე შეგვხვდება ხალხური რეწვის ნამდვილი შედევრები, ამ კუთხის მკვიდრნი განთქმულნი არიან თიხის ნაწარმის ოსტატობით. თქვენ იხილავთ ხელნაკეთი კერამიკის გამოფენებს, რომელთაგან შეგიძლიათ საუკეთესო სუვენირების შერჩევაც. უღელტეხილის გადალახვის შემდეგ გელოდებათ კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკული კლიმატი. ქუთაისი - საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ქალაქის ისორიული ნაწილი საყურადღებოა საინტერესო არქიტექტურითა და თავისებური შარმით. ძველი უბნების თავზე მოქათქათე ბაგრატის ტაძარი შთამბეჭდავია XI საუკუნის ფასადით. უფრო დიდ შთაბეჭდილებებს მიიღებთ გელათის ისტორიულ - არქიტექტურულ კომპლექსში. ამ მონასტერში XII საუკუნიდან მოქმედებდა სახელგანთქმული აკადემია. აქვეა მისი დამაარსებლის, ქართველ მონარქთა შორის აღატებული, მეფე დავით აღმაშენებლის საფლავიც. შემდეგი გაჩერება ქართული იურული პერიოდის პარკში გვექნება. იგი რელიქტიკურ ტყეში მდებარეობს და ჩამქრალი ვულკანის კრატერში აღმოცენდა. ეს გახლავთ სათაფლიის ეროვნული პარკი. ტურისტული ბილიკით გავივლით კლდეზე შემორჩენილ დინოზავრთა ნაკვალევებთან. ხეებს შორის ვხედავთ უძველეს რეპტილიათა მაკეტებს. მუზეუმის პავილიონში გამოფენილია მილიონობით წლის წინანდელი აღმოჩენები, მიმდებარედ განთავსებულია კაფე–ბარი. პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი გახლავთ, ღრმა და გრძელ კარსტრულ მღვიმეში მოგზაურობა, სადაც ციალებენ სტალაქტიტები და სტალაგმიტები.
6 დღე. წყალტუბო – მესტიამოემზადეთ ადრენალინის მოზღვავებისთვის! დღეს თავბრუდამხვევი გზით მივემგზავრებით კავკასიის ყველაზე მიუვალ კუთხეში. მაღალმთიანი, საიდუმლოებებით სავსე, პატრიარქალური სვანეთი ისეთივე დაგხვდებათ, როგორიც იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. ათასობით კოშკების ქვეყანა, არქიტექტურულ საგანძურთა საუფლო, უძველეს რელიქვიათა და გონების დამრთგუნველ პეიზაჟთა მხარე გელით! ენგურის ჰესი – კავკასიაში უდიდესი ჰიდროსადგური. პლატინის სიმაღლე 270 მეტრს შეადგენს. ირგვლივ მაღალი მთები და დაბურული ტყეებით სავსე ღრმა ხევებია. ამ ხედების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია – ის პირადად უნდა იხილო. მესტია – ძველი სვანეთის დედაქალაქი და ახალი სათხილამურო კურორტი სუბალპურ ზონაში. ქალაქში გასეირნებისას, პირველად ვეზიარებით სვანური საბრძოლო კოშკების სამყაროს. ისინი მთელ ამ მხარეში უკვე ათეული საუკუნეებია დგანან და სვანური სოფლის უნიკალურ პეიზაჟებს ქმნიან. სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უფრო ახლოს გაიცნობთ ამ კუთხესა და მის მაცხოვრებლებს. ვახშამი კი, სვანური კუბდარის გარეშე წარმოუდგენელია. 7 დღე. მესტია - უშგული - მესტიაზემო სვანეთი - ეს არის ალპურ მდელოებსა და ყინულოვან მწვერვალებში წარმოშობილი ბუნებრივად შექმნილი მუზეუმი, შუასაუკუნეების ძეგლებით. ამიტომ, არა მხოლოდ ცალკეული ექსპონატები, არამედ, ერთად აღებული მთელი ეს საოცრება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სოფელი უშგული საუკუნეების განმავლობაში იტევს და ინახავს სვანეთის არსს. ეს გახლავთ ყველაზე დიდ სიმაღლეზე დასახლებული პუნქტი მთელს ევროპაში. აქ ჩამოსვლისას უცნაური საცხოვრებლების, უძველესი კოშკებისა და ძველი წეს-ჩვეულებების არქაულ სამყაროში ჩაიძირებით. ადგილობრივ მუზეუმში ფარდა ეხდება სვანთა პატრიარქალური ცხოვრების წესს, XII საუკუნის ლამარიას ეკლესია კი გაამდიდრებს თქვენს შთაბეჭდილებებს ლეგენდების სიმრავლით, რომელიც ამ ტაძარს უკავშირდება. შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების სიუხვის გამო ეს დღე უდავოდ განსაკუთრებით დაგამახსოვრებთ თავს!
8 დღე. მესტია - ბათუმიშუასაუკუნეებიდან - ანტიკურობისკენ! ცივი და ყინულოვანი მწვერვალებიდან - შავ ზღვამდე! ალპური სვანეთიდან - პირდაპირ სუბტროპიკულ აჭარაში ვეშვებით. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სასიამოვნო კლიმატითა და ბუნების არაჩვეულებრივი სიმდიდრით მოინუსხებით. 113 ჰექტარ მიწაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის მცენარეთა 5000-ზე მეტი სახეობა ხარობს. თქვენ გელით გასეირნება 9 ფლორისტიკულ განყოფილებაში, ბოტანიკოსი მეგზურის თანხლებით. აქ მცენარეთა თავბრუდამხვევი სიმდიდრე და ზღვის ულამაზესი ხედი დაგხვდებათ! ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ აჭარის სილამაზის აღქმა. გზას სამხრეთისკენ ვაგძელებთ, სოფელ გონიოსკენ, რომელიც საკმაოდ ახლოს არის თურქეთის საზღვართან. რომის იმპერიის ამ უკიდურეს აღმოსავლეთ ფორპოსტთან ვჩერდებით. აფსაროსის ციხე-სიმაგრეში არსებობდა თეატრი და იპოდრომი, მდგარან რომაელთა, ბიზანტიელთა, გენუელთა და ოსმალთა გარნიზონები. ციხის კედლებს გარეთ დღემდე შემორჩენილია რომაული აბანოების ფრაგმენტები, მოციქული მათეს საფლავი, რომელიც აქ ქრისტეს ორი მოწაფის - ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის ნაკვალევს მოჰყვა. ბათუმი - აჭარის დედაქალაქი და არაჩვეულებრივი საზღვაო კურორტი. სანამ დასაძინებლად გავეშურებოდეთ, თავისუფალი საღამო ზღვის ნაპირზე გავატაროთ, ზღვის ტალღების სასიამოვნო ხმის და მყუდრო ბუნგალოების გარემოცვაში. თქვენს განკარგულებაშია ბათუმის ბულვარი უამრავი კაფეთი, დისკოტეკით, ეშმაკის ბორბალით, მომღერალი შადრევნებით და სუვენირების ჯიხურებით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ეს ყველაფერი სეირნობისას მოინახულოთ.
9 დღე. ბათუმი - ბაკურიანიდა ისევ მთებში! მხოლოდ, ამჯერად, მცირე კავკასიონის მთებში. ზღვისპირეთის შემდეგ მთიანი აჭარის ჯუნგლები გველის. გზა ხულოს დასახლებას მიუყვება და ქედას ცნობილ ჩანჩქერს გაივლის სანამ ისევ ალპურ მდელოებზე არ აღმოვჩნდებით კურორტ ბეშუმში მწვანე ტბასთან, რომელიც არასოდეს იყინება. უკანასკნელი ძალისხმევის შედეგად გოდერძის უღელტეხილს - „ოთხი სეზონის კურორტს“ მივადგებით. ყურადღებით დააკვირდით - აქ ყველაზე მკვეთრი ბუნებრივი კონტრასტის მოწმენი გავხდებით მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში. აჭარის სუბტროპიკები და უღელტეხილის ალპური ზონა უმალ იცვლება სამხრეთ საქართველოს ღრმა კანიონებითა და კლდეებით. ერუშეთის ციცაბო კლდე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს ინახავს, ქვეყნის სავიზიტო ბარათს მსოფლიოს ტურისტულ რუქაზე. ძეგლი კლდეშინაკვეთისამონასტროკომპლექსი ვარძია XII-XIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. როგორც ჩაფიქრებული იყო, ვარძია ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო, თუმცა ქალაქ-მონასტრად იქცა. კლდეში გამოკვეთილი ასობით დაწესებულება თითქმის ერთ კილომეტრზე იშლება და სიმაღლეში 13 იარუსია. აქ დღემდეა შენრაჩუნებული საიდუმლო გასასვლელები, სარწყავი და საკანალიზაციო მილების ნარჩენები. ვარძია განგაცვიფრებთ ჩანაფიქრის სიდიადით, ისტორიული ფაქტებითა და ლეგენდებით მეფე თამარზე. არც თუ ისე გრძელ გზას გავივლით და კიდევ ერთ კლიმატურ სარტყელში შევალთ! თქვენს წინაშეა ცენტრალური საქართველო, კონტინენტური ჰავა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები. ევროპაში უდიდესი ნაკრძალი მთებში 700 კვარდატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. აქ საუცხოო ჰავა და მომხიბვლელი ბუნებაა. ბორჯომის ხეობის სილამაზე ყოველთვის ატყვევებდა რუსეთის იმპერიის მონარქებს და საბჭოთა კავშირის უმაღლეს მმართველებს. ახლა ის თქვენთვის არის ხელმისაწვდომი! არცთუ ისე დამღლელი გასეირნება ნაკრძალში სასიამოვნო დაღლილობას და მშვიდ ძილს მოგგვრით კურორტ ბაკურიანში. 10 დღე. ბაკურიანი - ბორჯომი - თბილისიგირჩევთ, ცოტა ადრე გაიღვიძოთ - ნუ გამოაკლდებით განთიადს, ის მთაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. დილის კაშკაშა შუქი, ფიჭვნარ ტყეებში ჩაფენილი ნისლი შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც ლამაზი პეიზაჟის გადაღება უყვარს. როდესაც ჩაისუნთქავთ ამ ჰაერს, თვალს მოავლებთ საუცხოო ხედებს, დააგემოვნებთ გირჩის მურაბას, აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ არ ილევა ზამთრის კურორტ ბაკურიანში დამსვენებელი თუნდაც ზაფხულის პერიოდში. აქედან, სულ რაღაც, 20 წუთის სავალზე, ხეობის ფსკერზე გაშლილია ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯომი. ეს სახელი მთელს მსოფლიოშია ცნობილი, რადგან, სწორედ, აქ იბადება სამკურნალო მინერალური წყალი „ბორჯომი“. 130 წლია, რაც ამ წყალს ლაბორატორიულად იკვლევენ. ის უნიკალური შემადგენლობის მქონეა. სამოცამდე სხვადასხვა მინერალით არის გამდიდრებული, გააჩნია სპეციფიკური, სასიამოვნო გემო და სამკურნალო თვისებები. ასეთ საჩუქარს უკვე 2000 წელია იმეტებს ბუნება ადამიანებისთვის. აქ შეძლებთ, მიირთვათ ცნობილი მინერალური წყალი, პირდაპირ წყაროდან, რაც, ალბათ, ჩვენი ტურის ბუნებრივი დასასრული გახდება, აეროპორტში გამგზავრებამდე!
|
საქართველოს ტური: თბილისი, მცხეთა, დავით გარეჯი, სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ქუთაისი, მესტია, უშგული, ბათუმი, ბაკურიანი |
ტურის დაჯავშნის ფორმა
ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე
ნომრის ტიპი | ნომრის ფასი | ნომრის რაოდეონბა |
---|---|---|
ერთადგილიანი | 8523.69 GEL | |
ორადგილიანი | 16360.92 GEL | |
სამადგილიანი | 23597.48 GEL | |
ოთხადგილიანი | 30204.77 GEL | |
ნომრები: | ჯამი: | ჯგუფი: |