ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამი ქვეყანა 16 დღეში!

ეგზოტიკა, ტრადიციები, თვითმყოფადი კულტურა და სიძველეთა სურნელება, უძველესი ძეგლები, ნანახით გაოცება და მოგზაურობის დასრულებით გამოწვეული გულდაწყვეტა – აი რა გელით სამხრეთ კავკასიაში მოგზაურობისას! ეს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთების ადგილი, უძველეს სახელმწიფოთა სამშობლო, სავაჭრო გზათა შესაყარი, სხვადასხვა ერთა და კულტურათა შერწყმის ადგილი... კასპიისა და შავ ზღვებს შორის მომწყვდეული ეს რეგიონი ყოველთვის იყო დიდი იმპერიების სასურველი პრიზი. ლეგენდებისა და მითების ეს მიწა ყოველთვის იზიდავდა მოგზაურებს თავისი სიმდიდრისა და სასწაულების ისტორიებით. ჩვენ მივემგზავრებით სამი ქვეყნის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაცნობად.

1 დღე. ჩამოსვლა და თბილისის დათვალიერება
2 დღე. თბილისი - მცხეთა - ანანური - ყაზბეგი - გუდაური
3 დღე. გუდაური - უფლისციხე - გორი - ქუთაისი
4 დღე. ქუთაისი - გონიო - ბათუმი
5 დღე. ბათუმი - ბორჯომი
6 დღე. ბორჯომი - ვარძია - გიუმრი
7 დღე. გიუმრი - ერევანი
8 დღე. ერევანი - არარატი - ეხეგნადზორი - ერევანი
9 დღე. ერევანი - ვაგაშაპტი - ერევანი
10 დღე. ერევანი - სევანი
11 დღე. სევანი - ალავერდი - ბოლნისი - თბილისი
12 დღე. თბლისი - უდაბნო - დავით გარეჯი - სიღნაღი
13 დღე. სიღნაღი - შეკი
14 დღე. შეკი - გაბალა - ბაქო
15 დღე. ბაქო - აფშერონი - ბაქო
16 დღე. გამომშვიდობება სამხრეთ კავკასიასთან.

 

ხანგრძლივობა 16 დღე / 15ღამე
გასავლელი გზ: 2800კილომეტრი
ღამის გათევის ადგილები: თბილისი, გუდაური, ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი, გიუმრი, ერევანი, სევანი,სიღნღი, შეკი, ბაქო
ტურის მარშუტი: 

 

1 დღე. თბილისი

თბილისში ჩამოსვლა და პირველი ემოციური შოკი – საქართველოს დედაქალაქის განუმეორებელ კოლორიტში ჩაფლობა, ქალაქი, რომელსაც ბევრჯერ უმღერეს კლასიკოსებმა! აბანოთუბანი – სამკურნალო თვისებებით განთქმული, გოგირდის საუკეთესო აბანოები. მდინარის გადაღმა XIII საუკუნის მოხდენილი მეტეხის ეკლესია, ძველი ქალაქის გული წარმოუდგენელია ქარვასლის გარეშე. აქ ათას ხუთას წელზე მეტია დუღს და ჩქეფს ქალაქური ცხოვრება. თუ გინდათ ძველ თბილისს ხელის გულზე დახედოთ, საბაგირო გზით ავიდეთ ნარიყალას ციტადელზე.

ეს ციხე-სიმაგრე თბილისს VII საუკუნიდან იცავდა. მისი კედლებიდან იშლება ბოტანიკური ბაღის ულამაზესი ხედები, მეორე მხარეს კი ქალაქზე დაშვებული დიდებული სამების მონასტერია. ქვემოთ ძველი სიონის ტაძარი და უფრო ძველი ანჩისხატის ბაზილიკაა. რომლებიც სხვადასხვა კონფესიის სალოცავების ტოლერანტულ გარემოცვაში იმყოფებიან. აწმყოში დასაბრუნებლად საღამოს შარდენზე გავისეირნებთ. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის სახელობის ეს ვიწრო ქუჩა და მისი პატარა კაფეები, მოგზაურთა ხშირი სტუმრობის ადგილს წამოადგენს. ღამე მშვიდობისა თბილისო!

 

2 დღე. თბილისი - მცხეთა - ყაზბეგი - გუდაური

მივემგზავრებით ჩრდილოეთისკენ – კავკასიონის მთავარი ქედისკენ, უზარმაზარი მთებისა დაკრისტალური ჰაერისაკენ. გზად არ შეიძლება არ შევჩერეთ მტკვრისა და არაგვის შესართავთან, რომლის მშვენებას ლამაზად აღწერს რუსი მწერალი მიხეილ ლერმონტოვი თავის პოემაში „მწირი“. მის მიერ აღწერილი ჯვრის მონასტერი ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიაა, ეკლესია VI საუკუნეშია აშენებული და საოცრად ერწყმის აქაურ ლანდშაფტს. მისი კედლებიდან კი, იშლება „მეორე იერუსალიმის“ დაუვიწყარი ხედი.

საქართველოს ძველი დედაქალაქის– მცხეთის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო საგანძურის ნუსხაშია შეტანილი. მათ შორისაა XI საუკუნის საკათედრო ტაძარი - სცეტიცხოვლი, სადაც ცხოველმყოფელი სვეტის ძირში დაფლულია კვართი იესო ქრისტესი. სვეტიცხოვლის დროინდელია სამთავროს დედათა მონასტერი, სადაც მრავალი რელიქვიაა შემონახული.

ანანურის ციხე–სიმაგრემდე მგზავრობას საათიც არ დასჭირდება. იგი თვალწარმტაცი წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს. აქ დაგვხვდება საბრძოლო კოშკები, ეკლესიათა განსხვავებული ფასადები, მომხიბვლელი პანორამა და პატარა ბაზარი ხანჯლებით, ბოხოხებით, ნაქარგობებითა და მრავალი სუვენირით. შემდეგ გველის ჯვრის უღელტეხილი, ის ადგილი, სადაც მთავრდება მიწა და იწყება ზეცა, დაჰქრიან ღრუბლები და მოჩუხჩუხებენ მინერალური წყაროები. გზის ბოლოს გველის კავკასიის კარებჭე – ულამაზესი დარიალის ხეობა. მანამდე კი პატარა ქალაქი სტეფანწმინდა, მის პირდაპირ კი გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც მყინვარწვერის ფონზე სათავეში უდგას დარიალს და საქართველოს ერთ–ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ღამეს ცნობილ კურორტ გუდაურში გავათევთ.

 

3 დღე. გუდაური - გორი - ქუთაისი

საქართველო კიდევ ერთხელ გაგაოცებთ კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქით. უფლისციხე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის ბოლოს იქნა კლდეში გამოკვეთილი. საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორიის ყველა ეტაპმა თავის კვალი დატოვა ამ ქვებზე. ეს ქალაქი თქვენს წინაშე წარმოადგენს წარმართული საკულტო დედაქალაქის, სავაჭრო ცენტრისა და თავდაცვითი ნაგებობის ნიმუშს. თქვენ გაგაოგნებთ უძველეს ადამიანთა მოთმინება, რომლებმაც კლდეში გამოკვეთეს ასობით ნაგებობა, კიბეები და დარბაზები, სარდაფები და მსხვერპლშესაწირი ორმოები.

აქედანათი წუთის გზაა „ხალხთა ბელადის“ იოსებ სტალინის სახლ–მუზეუმამდე. მის სამშობლოში სათუთად ინახავენ საბჭოთა ბელადის ხსოვნას, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ მსოფლიოს ბედი გადაწყვიტა. უახლესი ისტორიით გაჟღენთილნი გავემგზავრებით დასავლეთ საქართველოში, არგონავტების ლეგენდის მითიური მედეას სამშობლოში. გასავლელია სერპანტინების არაერთი კილომეტრი რიკოთის თვალწარმტაც უღელტეხილზე, სადაც ადგილობრივებს გზისპირა ბაზრებზე მოუწყვიათ ქართული ფოლკლორის პატარა მუზეუმები.

ჩვენ უკვე ქუთაისში ვართ. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი ხმაურიან მდინარე რიონის ნაპირებზეა გაშლილი. ამ მდინარით მიემართებოდნენ იაზონი და მისი თანამებრძოლები მრისხანე მეფე აიეტის სასახლისკენ. უფრო გვიანდელი პერიოდის ძეგლი – X საუკუნის ბაგრატის ტაძარი გიბოძებთ არქიტექტურის შედევრის ლამაზ ფოტოებსა და ქუთაისის შესანიშნავ პანორამას. ქალაქიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსი. აქ არის სამი ეკლესია, სამრეკლო და აკადემიის შენობა, სადაც შუა საუკუნეებში ქართველები შეისწავლიდნენ არისტოტელეს იდეებსა და პლატონის ფილოსოფიას.

 

4 დღე. ქუთაისი - ბათუმი

გრძელი გზა თბილი შავი ზღვის ქართული სანაპიროთი დაგვაჯილდოებს. ბათუმი! ახალი ტურისტული მექა და თანამედროვე საქართველოს სიმბოლო! ქალაქი მზის, ქალაქი ზღვის, ქალაქი მხიარულების, ქალაქი რომანტიკის. ქალაქი სიმღერის! ბათუმის პორტი დიდი გემების მწკრივით, ზღვისპირა პარკი რესტორნებითა და კაფეებით, განტვირთვა და დასვენება დღისით და ღამის მჩქეფარე ცხოვრება! გაინტერესებთ ისტორია? მოვინახულოთ ადგილობრივი მუზეუმი, სოფელი გონიო, რომელიც მეზობლად მდებარეობს. ვნახოთ რომაული ციხე-სიმაგრე აფსაროსი თავისი იპოდრომით და მოციქულ მათეს საფლავით.

გარწმუნებთ, თქვენ შეიყვარებთ ბათუმს და სურვილი გაგიჩნდებათ, რომ კვლავ დაბრუნდეთ ამ ქალაქში, რომელიც ბრწყინავს ნეონური ცეცხლის ალებით, ლამაზი სკვერების ნაირფეროვნებით, მუსიკალური შადრევნების წკრიალით, ხმაურიანი პლაჟებით და სხვა მრავალი გასართობით. თვალს ახარებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მის ახალ სახეს წარმოადგენენ. აქ იმდენი სიახლეა და რაც მთავარია ამას ბოლო არ უჩანს.

 

5 დღე. ბათუმი - ბორჯომი

ბორჯომი საუკეთესო მინერალური წყალია, რომლის სამკურნალო თვისებების შესახებ ქართველებმა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იცოდნენ. თქვენ გეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა, არა ბოთლიდან, არამედ პირდაპირ წყაროდან დააგემოვნოთ ეს წყალი. ირგვლივ კი ბორჯომის გამაჯანსაღებელი ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკია, თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით და შესანიშნავი კლიმატით. ჰაერი გაჟღენთილია თაფლისა და წიწვის არომატით.

ბორჯომის მუზეუმი კი განგაცვიფრებთ ჭაღარა სიძველით. მონასტერი „ჭითახევი“ IX საუკუნეშია დაფუძნებული. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ფოტოკამერით დააფიქსიროთ არაჩვეულებრივი პანორამა. უკეთესი ხედები იშლება მთების პლატოდან, სადაც ამჟამად ვიპოვნით გირდის კიდევ ერთ წყაროს. საღამოს გავატარებთ ბორჯომის პარკში სეირნობით, სადაც უამავი ატრაქციონია. ღამით კი, მთელი არსებით შეიგრძნობთ ამ ადგილების განსაკუთრებულ აურას...

 

6 დღე. ბორჯომი - ვარძია - გიუმრი

აი აქ მოხვედრა კი, არც თუ ისე იოლია! თმოგვის ციხე აღმართულია მტკვის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ მთაზე და მდინარეს უკავშირდება მხოლოდ ციცაბო ფერდზე დაშვებული საცალფეხო ბილიკით. ტურისტებს უჭირთ აქ ასვლა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამ სიძნელის გადალახვას შემოვლითი გზის საშუალებით. მახლობლად, ხეობის დასაწყისში დგას ხერთვისის დიდი ციხე-სიმაგრე, რომლის პირველი კედლებიც ლეგენდის თანახმად ალესანდრე მაკედონელის მეომრებს აუგიათ.

კიდევ რამდენიმე კილომეტრი და ჩვენს წინ მთელი თავისი მომხიბვლელობით აღიმართება წარმოუდგენელი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი – მონასტერი ვარძია. საქართველოს ოქროს ხანის, XIII საუკუნის ეს გრანდიოზული ძეგლი საქართველოს უდიდეს მონარქთან, თამარ მეფესთანაა დაკავშირებული. იგი აქედან აგზავნიდა ჯარს მრისხანე მტრების დასამარცხებლად და აქვე შეასრულა ამაყმა მეფემ უდიდესი შერიგების აქტიც.

ახლა გვეყოფა საქართველოზე თხრობა, აქედან ახლოსაა მოძმე სომხეთის საზღვარი. უახლოესი სომხური ქალაქი გიუმრი მყუდრო მოსასვენებელით გველოდება.

 

7 დღე. გიუმრი - ერევანი

ხილის ბაღები, მინდვრები და ფერდობები –ასეთი ხედი დაგვხვდება გარნის ციხე–სიმაგრის კედლებში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეშია აგებული. სომეხ მეფეებს ძალიან უყვარდათ ეს ადგილი. გარნი მათი რეზიდენცია და ჯარის განთავსების ადგილი იყო. ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ ეს წარმართული სალოცავი «სიგრილის სახლად» გადაიქცა, სადაც ზაფხულს გვირგვინოსანთა ოჯახები ატარებდნენ.

„მახვილი“ – ასე ითარგმნება ციხესიმაგრე გეგარდის სახელი. პირველი სახელი აირევანკი, ანუ გამოქვაბული მონასტერი, იმიტომ რომ ის გამოკვეთილია კოხტის ხეობაში არსებულ კლდეში და ასლი კი გახდაერქვა იმ სალოცავის საპატივცემულოდ, სადაც ინახებოდა შუბი, რომელიც რომაელმა ჯარისკაცმა იესო ქრისტეს აძგერა ჯვარცმისას გოლგოთაზე.

ვაგრძელებთ გზას, გველოდება ქალაქის ტური ერევანში და ვახშამი სომხეთის დედაქალაქში, საიდანაც სომხური სამზარეულოს გაცნობა დაიწყება. ის არ ჰგავს ქართულს, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია!

 

8 დღე. ერევანი - არარატი - ეხეგნადზორი - ერევანი

ჩვენი მოგზაურობის მისტიური ელემენტი ხორ–ვირაპის მონასტერია. ოდესღაც იგი სიკვდილმისჯილთა საპყრობილე იყო. სწორედ, აქ ჩააგდო გველებით სავსე ორმოში, წარმართმა მეფე თრდატმა გრიგორი განმანათლებელი ქრისტიანობის ქადაგებისთვის. ეს არ შერჩა მას, 14 წლის შემდეგ მონარქი ჭკუაზე შეიშალა და ღორად გადაიქცა. თრდატმა დაიბრუნა ადამიანის სახე მას შემდეგ, რაც წმინდანის გათავისუფლება ბრძანა.

„ახალი ეკლესია“ ასე ითარგმნება ნორავანქის მონასტრის სახელი. აქ ნახავთ ასტვაცაცის ეკლესიას, რომელიც ბოლო ნამუშევარია სახელგანთქმულ სომეხი არქიტექტორ მომიკისა. რომელსაც შეარქვეს სილამაზის კონსტრუქტორი. მონასტრის შემდეგ ერევანში ვბრუნდებით.

 

9 დღე. ერევანი - ვაგაშაპტი - ერევანი

ადგილი, სადაც ღირს მისცვლა! ამ აზრს ყველა ტურისტი იზიარებს. მატენადარანი – მსოფლიოში მანუსკრიპტების ერთ–ერთი უდიდესი თეკა მესროპ მაშტოცის სახელს ატარებს, რომელმაც სომხური დამწერლობა შექმნა, აქ ინახება 17000 მანუსკრიპტი, 100 000 ძველი საარქივო დოკუმენტი და 2000 ხელნაწერი სხვადასხვა ენაზე.

დიდებული ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი სომხური სამოციქულო ეკლესიის რეზიდენციაა. ეს წმინდა ადგილი ლეგენდებით აღსავსეა. ამბობენ, რომ თვით მაცხოვარმა მიუთითა წმინდა გრიგორის ადგილი სადაც უნდა აშენებულიყო ეკლესია წმინდა მოწამე რიფსიმეს სახელზე, რომელიც თრდატმა აწამა წარმართობის უარყოფისთვის.

ეჩმიაძინს დიდებულებას ეცილება ზეციურ ანგელოზთა ეკლესია ზვარტნოცი, ის დღემდე ითვლება სომხური არქიტექტურის მარგალიტად, თქვენ შეგიძლიათ სრულად შეაფასოთ ამ ნაგებობის სილამაზე დედაქალაქში დაბრუნებამდე.

 

10 დღე. ერევანი - სევანი

ტბათა ტბა, ეს არ არის ტავტოლოგია, ასე ითარგმნება სევანი, კავკასიაში ყველაზე დიდი ტბის სახელწოდება . ლეგენდა გვამცნობს, რომ ახალგაზრდა ქალს დაავიწყდა დაედო ადგილზე საფარები, რომელიც წყაროს სადინარს კეტავდა. წყალი გადმოიღვარა, დატბორა სახლები და ეხლა ის სომხეთის შიდა ტბაა.

ტბის პირას სამი ეკლესიისგან შემდგარი სამონასტრო კომპლექსი სევანავანქია. იგი IX საუკუნეში მოგზაურმა ბერებმა ააგეს, რადგან ძალზედ მოეწონათ ადგილმდებარეობა. აქ ახლა ვაზგენ პირველის სახელობის სასულიერო სემინარიაა. ჩვენთვისაც საინტერესო იქნება აქ გასეირნება ვახშამისა და ძილის წინ.

 

11 დღე. სევანი - ალავერდი - ბოლნისი - თბილისი

დროა დავბრუნდეთ საქართველოში, მაგრამ სომხეთს არ უნდა ჩვენი გამოშვება გზად საზღვართან ახლოს შევჩერდებით ალავერდში, ეს არის მდინარე დერბეტის ხეობაში აშენებული ქალაქი. რომლის სახელიც მომთაბარე თურქს უკავშირდება. დავათვალიერებთ ორ ბიზანტიურ მონასტერს– სანაინსა და ახპატს, რათა გავიგოთ, თუ რატომ ეძახიან მათ ძმებს, რომლებიც ერთმანეთს არ გვანან. სოფელ ოძუნში ვნახავთ VI საუკუნის ბაზილიკას. საინტერესო იქნება მისი შედარება ქართულ თანამედროვესთან!

შედარების ობიექტი საზღვრის გადალახვიდან მალევე წარმოგვიდგება. ბოლნისის სიონი ქართული ქრისტიანული არქიტექტურის პატრიარქია. მისი კედლები ინახავენ პირველ ლიტერატურულ ტექსტს ქართულ ენაზე. აქვეა უძველესი ბოლნური ჯვრის გამოსახულება, რომელიც ამშვენებს ქართულ დროშას. სამახსოვრო ფოტოები და მივიჩქარით თბილისისკენ, ამ ქალაქს ხომ მოენატრა თავისი სტუმრები.

 

12 დღე. თბლისი - უდაბნო - დავით გარეჯი - სიღნაღი

დაუშვებელია ჩამოხვიდე საქართველოში და არ მოინახულო მისი მთავარი ღვინის მარანი. კახეთი - ვაზის მხარე და საუკეთესო მარკის ქართული ღვინოების ქვეყანაა. ჩვენ მისკენ უდაბნოს გავლით მივემართებით, იმისთვის რომ ვნახოთ უდაბნოს კომპლექსი დავით გარეჯი აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. უცხო და უცნაური ბუნება თვალს იზიდავს. VI საუკუნის ლავრა გვანცვიფრებს ულამაზესი კოშკებით, გამოქვაბული კელიებით და ძალზედ ოსტატურად მოფიქრებული, კლდეში გამოკვეთილი წვიმის წყლის მოსაგროვებელი სისტემით.

კომპლექსის მეორე, დიდი ნაწილი მთის მეორე მხარეს მდებარეობს. აღმართ გზაზე სიარულისას, უცებ იძულებულნი ვხდებით დავივიწყოთ დაღლილობა, რადგან ჩვენს თვალწინ საუცხოო პანორამა გადაიშლება. სხვათაშორის, თქვენ ახლახანს გადაკვეთეთ სახელმწიფო საზღვარი პასპორტში ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე! თუმცა, ნუ ინერვიულებთ, საქართველოს და აზერბაიჯანის მესაზღვრეები არ შეგიმოწმებენ საბუთებს, ისინი მხოლოდ დაგეხმარებიან რომ ყველაზე საინტერესო გამოქვაბულებისკენ ავიღოთ გეზი.

წმინდა დავითის ლავრიდან დიდი ნიკო ფიროსმანის სამშობლოში გავემგზავრებით. ეს გენიოსი მხატვარი პრიმიტივისტი, მსოფლიოს ციხე-ქალაქმა სიღნაღმა აჩუქა. ქალაქის ადგილობროვ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის ორიგინალი ნახატებია გამოფენილი, ხოლო გალავნის კოშკებიდან სულისშემძვრელი ხედი იშლება - ალაზნის ველი და კავკასიონის ქედის დათოვლილი მწვერვალები. იქვეა IX საუკუნის ულამაზესი ტაძარი ბოდბეს ქალთა მონასტერში, სადაც ქართველთა გამაქრისტიანებელი - წმინდა ნინო კაბადოკიელია დაკრძალული. და ისევ განმტვირთავი ატმოსფერო და სიღნაღის განსაკუთრებული შარმი, მსუბუქი გასეირნება და გემრიელი ვახშამი.

 

13 დღე. სიღნაღი - შეკი

დღეს ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ, ამჯერად, ყველა წესისა და სასაზღვრო პროცედურის გავლით. ვიწრო, მწვანეში ჩაფლული ხეობები, ანკარა ჩანჩქერები და მინერალური წყაროები... ჩვენ ვართ შეკიში. არქეოლოგები ამ ქალაქს კავკასიის ყველაზე ადრეულ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევენ.

შეკელი ხანების ცნობილი სასახლე - ხის ნაგებობა ყოველგვარი ლურსმნის გარეშე! ფანჯრები სხვადასხვა ფერის მინებით არის გაწყობილი და აჟურული გისოსებით გადაჭიმული. ეს უნდა ნახოთ! შეკი ცნობილია რეწვის ოსტატებით. თქვენი თვალით იხილავთ თუ როგორ აკეთებენ „შენეკეს“ - ნახატებს, რომელსაც სხვადასხვა ფერის მინისგან ისე აწყობენ, რომ წებოს არც კი ხმარობენ. შეკელი ოსტატებისა და ადგილობრივი სამზარეულოს უკეთ გასაცნობად დარჩენილ დღეს გამოვიყენებთ, შემდეგ კი, დასაძინებლად სასტუმროსკენ გავეშურებით.

 

14 დღე. შეკი - გაბალა - ბაქო

დროა, გაბალა მოვინახულოთ - კავკასიური ალბანეთის დედაქალაქი. ჩუხურ-გაბალაში სამეფო რეზიდენციაა, დიდი ბეღელის ნარჩენები და 33 ორმო, რომლებშიც სანახევროდ ფლავდნენ ქვევრებს. თქვენ მოინახულებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და დაათვალიერებთ დირი-ბაბას იდუმალ ორ სართულიან მეჩეთ-მავზოლეუმს.

რატომ გადაწყვიტა ხუროთმოძღვარმა, რომ წმინდანის საფლავი ჰაერში „ჩამოეკიდა“? ეს დღემდე გამოცანად რჩება! თუმცა ჩვენ ვერ დავკარგავთ დიდ დროს პასუხის ძიებაში, რადგან დირი-ბაბას შემდეგ ჩვენ XII საუკუნის შემახას ციხე გველოდება და გიულისტანი - შირვან-შაჰების დინასტიის 7 წარმომადგენლის განსასვენებელი. დღის ბოლოს კი - თავბრუდამხვევი ღამის ბაქო.

 

15 დღე. ბაქო - აფშერონი - ბაქო

გსურთ ნახოთ ნამდვილი აზერბაიჯანული ეგზოტიკა და ბუნებრივი გაზის ცეცხლოვანი ამოდინება? ამისთვს აფშერონის ნახევარკუნძულზე უნდა წავიდეთ, რომლის სახელწოდებაც ითარგმნება როგორც „მარილიანი წყალი“. აქ - მუდმივი ცეცხლის ტაძარია - ატეშგიახი,რომელიც უკვე თითქმის 1 000 წლისაა. ის მოგხიბლავთ თავისი იდუმალებით და ინდუსური ფესვებით. ძველად ამ ადგილას აშენებული იყო ნაგებობა, სადაც მორწმუნე ცეცხლთაყვანისმცემლები პატივს მიაგებდნენ ზოროასტრიზმს. ძეგლი კარგად არის შენარჩუნებული და წააგავს მომცრო ზომის თაღებიან მინარეთს. უძველეს ქვებზე შესრულებული წარწერების გარჩევა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი.

შემდეგი, რაც განგვაცვიფრებს იქნება გობუსტანის ნაკრძალი. წარმოიდგინეთ - ირგვლივ ათასობით პეტროგლიფია! ქვაზე შესრულებული გამოსახულებები თითქმის 5 000 წლისაა! დაიმახსოვრეთ ისინი ღამის ბაქოში დაბრუნებამდე, რომელიც კვლავ გვხიბლავს სიმდიდრითა და სტუმართმოყვარეობით!

 

16 დღე. გამომშვიდობება სამხრეთ კავკასიასთან.

როგორც იქნა, შეგვიძლია დავათვალიეროთ აზერბაიჯანის დედაქალაქი დღის შუქზე! აი ის ქალაქიც - რომელსაც არაერთი შეყვარებული წყვილი აფარებდა თავს! იხერ-შეჰერის ძველი უბნები ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალს წარმოადგენენ. მის ირგვლივ არსებული უბნები კი დღეს რენესანსს განიცდიან: მეჩეთები, ქარვასლები, აბანოები, საცხოვრებელი სახლები და მუზეუმები... 

და აი ბაქოს მარგალიტი - ქალწულის კოშკი - ყიზყალასი. ლეგენდის მიხედვით, ამ კოშკის სიმაღლიდან გადმოეშვა შაჰის ქალიშვილი, რათა მამის მიერ გადაწყვეტილი იძულებითი ქორწინებისგან ეხსნა თავი. მას შემდეგ ყიზყალასი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. კიდევ სად შეიძლება იხილოთ 30 სანტიმეტრის სისქის ტანის მქონე ვაზი, რომლის ირგვლივაც ზეთისხილის ხეები ხარობენ? მხოლოდ შირვან-შაჰების სასახლეში! ის ქალწულის კოშკიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. ეს შთამბეჭდავი კომპლექსი XVI საუკუნეშია აგებული. მისი მიწისქვეშა აკლდამები და მავზოლეუმის კარიბჭე - აღმოსავლური არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. 

ბაქოს აეროპორტში ტრანსფერის დრო დადგა, მაგრამ არა - რაღაც არ გვინდა გამგზავრება... თუმცა, ამით ხომ არ დასრულებულა საოცრება სახელად სამხრეთ კავკასია?! ჩვენ ისევ დაგელოდებით!

თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, გუდაური, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი, ვარძია, გიუმრი, ერევანი, არარატი, სევანი, ალავერდი, ბოლნისი, დავით გარეჯი, სიღნაღი, შეკი, გაბალა, აფშერონი, ბაქო


 დაბრუნება