ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

საქართველოს სათავგადასავლო ტური

დღე 1 - 08:00: გიდთან შეხვედრა თქვენთვის სასურველ ადგილას და მოგზაურობის დაწყება. გავემგზავრებით მცხეთაში, რომელიც თბილისის დაარსებამდე საქართველოს დედაქალაქად გვევლინებოდა. მცხეთა დაახლოებით 2500 წლისაა და UNESCO-ს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ ჩვენ მოვინახულებთ VI საუკუნის ბოლოს აშენებულ ჯვრის მონასტერს: ჩვენს თვალწინ იშლება მთებს შორის განლაგებული მცხეთის და ორი მდინარის შესართავის ულამაზესი პანორამული ხედი. ვაგრძელებთ გზას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ, სადაც გავივლით 3 საათიან სალაშქრო მარშრუტს სოფელ ქვაბისხევში. მოვინახულებთ „ბარბალე“-ს ორგანულ მეურნეობას, სადაც დავკავდებით სეზონური აქტივობებით: დავრგავთ, ავიღებთ მოსავალს და მოვამზადებთ კერძებს ადგილობრივებთან ერთად. განთავსება ადგილობრივ საოჯახო სასტუმროში. 
ღამისთევა: სოფელ აწყურში. კვება: სადილი, ვახშამი. მანძლი: 200 კმ / 125 მილი 

დღე 2 - გავემგზავრებით კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში, გზად გვექნება ფოტო სტოპები რაბათის და ხერთვისის ციხეებთან. მე-12 საუკუნეში შექმნილი ქალაქი-გამოქვაბული ვარძია ასობით კლდეში ნაკვეთ ოთახს მოიცავს, გადაჭიმულია ერთი კილომეტრის მანძილზე და 13 სართულის სიმაღლეს აღწევს. ვარძიის შემდეგ, გადავინაცვლებთ სხვა რეგიონში და გვექნება კულინარიული მასტერკლასი, მოვამზადებთ იმერულ ხაჭაპურს ადგილობრივებთან ერთად. განთავსება მასპინძლის საოჯახო სასტუმროში. 
ღამისთევა: სოფელი საზანო. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 310 კმ / 195 მილი 

დღე 3 - გადავინაცვლებთ რაჭაში, სადაც თვალწარმტაცი შაორის წყალსაცავის გავლით ჩავალთ ამბროლაურში, მოვინახულებთ მე-10 საუკუნის ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარს და ბარაკონის ეკლესიას, რომელიც შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება. ამ დღის მოგზაურობა დასრულდება ლანჩით ვერანდაზე სოფელ ქორენიშში, სადაც ასევე დავაგემოვნებთ უნიკალურ ღვინოებს, მათ შორის უსახელაურს, რომლის დასაყენებლადაც იყენებენ გამორჩეულ, მთებში მოყვანილ ჯიშის ყურძენს. განთავსება დაბა ლენტეხში (ზამთარში, როცა ზაგარის უღელტეხილი ჩაკეტილია, გამოვიყენებთ ზუგდიდი-მესტიის გზას სვანეთის რეგიონში მოსახვედრად და ღამისთევა გვექნება გზად, სოფელ მარტვილში).
ღამისთევა: ლენტეხში ან მარტვილში. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. მანძილი: 180 კმ / 110 მილი 

დღე 4 - შემდეგი რეგიონი, რომელსაც მოვინახულებთ, საუკუნეების მანძილზე დამალული იყო გარე სამყაროსთვის, თავისი მიუდგომელი მდებარეობის დამსახურებით. სვანეთი გარშემორტყმულია მთის ველური ლანშაფტით, პატრიარქალური სოფლებით და დღემდე შემონახული უძველესი ტრადიციებით, რომლებიც ქრისტეშობამდე პერიოდით თარიღდება. უმაღლესი დასახლებული პუნქტია უშგული - სვანური კოშკების სოფელი. სოფლის საფეხმავლო ტურის განმავლობაში ვეწვევით მე-10 ს-ის ლამარიას ეკლესიას, რომელიც ცნობილია თავისი შესანიშნავი ფრესკებით. დღის ბოლოს ჩვენ გვექნება ოჯახური ვახშამი. სვანები გამოირჩევიან კულინარიული ტრადიციებით.
ღამისთევა სოფელ უშგულში. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. მანძილი: 120 კმ / 75 მილი

დღე 5 - მივყვებით მარშრუტს სოფელ ბეჩოში, გზად შევჩერდებით ფოტოების გადასაღებად სოფელ კალაში და მულახში. მესტიის გავლით ჩავალთ ბეჩოში, საიდანაც დავიწყებთ საფეხმავლო ტურს შდუგრას ჩანჩქერამდე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია საქართველოში. გზად უშბის და მდინარის ხეობის ულამაზესი ხედები იშლება. საღამოს ვახშამი ადგილობრივ ოჯახში.
ღამისთევა სოფელ ბეჩოში, კვება: საუზმე სადილი, და ვახშამი. მანძილი: 70 კმ / 45 მილი. საფეხმავლო ტური: 6 კმ, საშუალო სირთულე

დღე 6 - სუსხიანი მყინვარებიდან გზას თბილ შავიზღვისპირეთში გავაგრძელებთ. მოვინახულებთ ენგურჰესს - კავკასიის ყველაზე დიდ კაშხალს. ვეწვევით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყუდრო საზღვაო კურორტ ანაკლიას, ცნობილს ქვიშიანი პლაჟებითა და გამორჩეული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა დავისვენოთ ქვიშიან პლაჟზე, შემდეგ კი ჩვენი მასპინძელი გაგვაცნობს სარძევე მეურნების და მდიდარ საოჯახო ტრადიციებს. გავხდებით უშუალო მონაწილეები ტრადიციული ქართული სუფრის - ზეიმი თამადასთან ერთად, რომელიც მართავს სუფრას და სტუმრებს ართობს ტრადიციული სადღეგრძელოებით, ჩვეულებრივ, თამადის სტატუსს ოჯახის უფროსი ირგებს.
ღამისთევა ანაკლიაში. კვება: საუზმე სადილი, და ვახშამი. მანძილი: 180 კმ / 110 მილი

დღე 7 - - გამგზავრება მაღაროების ქალაქ ჭიათურაში - აქ გველოდება საბაგირო გზები და დიდებული კაცხის სვეტი, ეს არის 40 მეტრი სიმაღლის ბუნებრივი კირქვის მონოლითური კოშკი, რომელიც კარშუნას მდინარის ხეობას გადმოყურებს. სვეტის თავზე პაწაწინა ეკლესიაა (კლდეზე გადმოკიდებული ჯაჭვის კიბით ტაძარში ასვლის უფლება მხოლოდ ბერებს აქვთ). კაცხის სვეტთან ფოტოების გადასაღბად შევჩერდებით და შემდეგ გავაგრძელებთ გზას მღვიმევის მე-8 საუკუნით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი მონასტრის მოსანახულებლად. ჭიათურის ექსკურსიის შემდეგ, ტური დასრულდება თქვენთვის სასურველ ასდგილას.
ღამისთევა არ არის გათვალისწინებული. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი თბილისამდე: 360 კმ /220 მილი

 

 ტურის ფასი მოიცავს:
- ტრანსფერებს
- ექსკურსიებს
- განთავსება 6 ღამე საოჯახო სასტუმროებში ქალაქგარეთ
- კვება: საუზმე (6), სადილი (1), ვახშამი (6)
- ბილეთები
- პროფესიონალი გიდი

ტური ტარდება სრული წლის მანძილზე. 
გაუქმება: უფასოა ჩამოსვლამდე 15 დღით ადრე
5 წლამდე ბავშვი: არ არის რეკომენდირებული
6 წლის და უფროსი ბავშვი: 25% ფასდაკლება
ჯგუფის მაქსიმალური მოცულობა: 6 ადამიანი

ინდივიდუალური მოგზაურობა 7 დღე

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე / 6 ღამე.

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 7293.77 GEL
ორადგილიანი 9782.23 GEL
სამადგილიანი 12270.69 GEL
ოთხადგილიანი 14301.5 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება